„თაობაში“ გაიხსნა ხანდაზმულთა პანსიონატი. ეს არის ოჯახური ტიპის კომფორტული საცხოვრებელი კარგი პირობებით, სრული უზრუნველყოფით და სადღეღამისო მეთვალყურეობით. ბაზისური ღირებულება თვეში 1000 ლარია. მისამართი: ნუცუბიძის 187ა, ტელ.: 232 27 60, ელ-ფოსტა: taoba@taoba.org.ge
აიპ ფონდი "თაობა" არის ხანდაზმულებთან მომუშავე წამყვანი ორგანიზაცია საქართველოში, რომლის საქმიანობას საფუძველი ჩაეყარა 1990-იანი წლების დასაწყისში.
"თაობა" ახორციელებს სამედიცინო და სოციალურ პროგრამებს, იცავს ხანდაზმულთა ინტერესებს. თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სასწავლო დაწესებულებებთან, ეკლესიასთან. მონაწილეობს ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო ქსელების და ფორუმების მუშაობაში.
"თაობის" ინიციატივით, 2006 წლიდან, საქართველოში აღინიშნება ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე - 1 ოქტომბერი.
2007 წელს SocialCert GmbH-ის მიერ მიენიჭა ხარისხის საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001:2008.
2008 წელს გახდა საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის Interdiac-ის წევრი.
2009 წელს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დააფუძნა "კოალიცია შინმოვლა საქართველოში".