შთაბეჭდილებები, მიღებული ცოდნა, გამოცდილება…

შთაბეჭდილებები, მიღებული ცოდნა, გამოცდილება… მნიშვნელოვანი ცნებები, რომლებიც ნამდვილად მივიღე ფონდ „თაობა“– ში ყოფნის პერიოდში, ასევე სითბო და სიყვარული. პრაქტიკის პირველივე დღიდან ცხადი გახდა, რომ მეც გავხდი იმ დიდი ოჯახის ნაწილი, რომელინ აქამდე ნაბიჯ–ნაბიჯ იქმნებოდა და დღემდე მოაგწია ძლიერმა, თბილმა და ხალისიანმა. თამამად შემიძლია ვთქვა „თაობაში “ მოსვლის პირველივე დღიდა ვსწავლობ… ვსწავლობ, როგორ მივუდგე თითოეულ ბენეფიციარს– ოჯახის წევრს, გავითავისო მათი საჭიროებები,კონტაქტში შევიდე მათთან, გამოვნახო საერთო ენა, მივაწოდო ახალი ინფორმაცია გასაგებად, მკაფიოდ. და ამ ყველაფერს ვსწავლობ, როგორც თვითონ ბენეფიციარებისაგან, ასევე ბნ.უჩას, ქნ. ელენესა და ქნ.ირინას დახმარებით, მათი რჩევების შედეგად.
მახსოვს, თავიდანვე მქონდა იმედი.. იმედი მეტის გაგების, ცოდნის მიღებისა და დახმარების შესაძლებლობის. ახლა კი სრულიად გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ მე ვსწავლობდი და გამოცდილებას ვიღებდი აქ გატარებული ყოველი დღისგან. ქნ.–ო ელენე, დიდ ცოდნას ვიღებდი თქვენთან განხილული დიალოგების, საუბრებისა თუ მითითებებისგან. რჩევები, რომლებიც ეხებოდა, არა მხოლოდ ბენეფიციარებსა და პროფესიას, არამედ იმ ყოველდღიურობას, რომელიც თითოეული ჩვენგანისათვის მნიშვნელოვანია.
მოკლედ, ასე რომ ვთქვათ, გამიმართლა!.. მოვხვდი ერთ დიდ თბილ ოჯახში, რომლის თითოეული წევრიც ჩემთვის მნიშვნელოვანი გახდა და ეს სულაც არ არის ბრტყელ–ბრტყელი სიტყვები. ეს არის რეალობა, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შემძინა და რომელიც არასოდეს დამავიწყდება. ნამდვილად – „ადამიანი ადამიანითაა.“
თამარ გოგოლაური

მსგავსი ამბები

განსაკუთრებული ტიპის სისხლი

74 წლის ავტრალიელმა ჯეიმს ჰარისონმა, თავისი სიცოცხლის მანძილზე დაახლოებით 1000 ჯერ ჩააბარა სისხლი. მას...

ხანდაზმულობა დანაშაული არ არის – ფონდი “თაობა”

ხანდაზმულობა დანაშაული არ არის - ფონდი "თაობა"

„თაობაში“ გაიხსნა ხანდაზმულთა პანსიონატი

„თაობაში“ გაიხსნა ხანდაზმულთა პანსიონატი. ეს არის ოჯახური ტიპის კომფორტული საცხოვრებელი კარგი პირობებით, სრული უზრუნველყოფით...

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე, 1 ოქტომბერი, ნელნელა მკვიდრდება საქართველოში. ჩვენმა ხანდაზმულებმაც სიამოვნებით მიიღეს სტუმრები და...

მოხუცთა საერთაშორისო დღე–ფონდი თაობა.

1 ოქტომბერს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ბაზაზე არსებულმა მოხალისე სოციალურმა მუშაკებმა მოხალისებთან ერთად 6...