უმადობა და წონაში კლება, დაღლილობა

უმადობა და წონაში კლება, დაღლილობა
მრავალ დაავადებას თან სდევს უმადობა და წონაში კლება. განსაკუთრებულად ხშირად ვლინდება უმადობა და წონაში კლება დაავადების პროგრესირებისას. ამიტომ, სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად მეტად მნიშვნელოვანია ამ მდგომარეობის სწორი მართვა.
საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ საკვების მიღების შემცირება ავადმყოფობის თანმდევი ნაწილია და ამიტომ არ უნდა ვაიძულოთ პაციენტი მიიღოს ბევრი საკვები. ვინაიდან ეს ვერც გაახანგრძლივებს სიცოცხლეს და პაციენტსაც ვერ მოაძლირებს მნიშვნელოვნად. შესაბამისად,
• პაციენტს უნდა მივცეთ ის საჭმელი, რაც მას უყვარს და იმ რაოდენობით, რაც მას ესიამოვნება;
• უმჯობესია საკვების მცირე ულუფების ხშირ-ხშირად მიცემა; უნდა მივცეთ მაღალკალორიული და ცილით მდიდარი საკვები, როგორიცაა რძე ან იოგურტი;
• პაციენტი კვების დროს უმჯობესია იჯდეს სკამზე , მაგრამ თუ ეს არ შეუძლია უნდა, საკვების მიღების დროს უნდა წამოვსვათ ლოგინში.
მედიკამენტები
თუ პაციენტი ჭამის დროს მალევე ძღება, ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე სამჯერ დღეში მიეცით 10-20 მგ მეტოკლოპრამიდი; ეს ხელს შეუწყობს კუჭის დაცლას უფრო სწრაფად. შეწყვიტეთ წამალი, თუ ვერ შეამჩნევთ გაუმჯობესებას.
სტეროიდებმა შეიძლება გააუმჯობესონ პაციენტის მადა რამოდენიმე კვირის მანძილზე. ვინაიდან, ხანგრძლივად მიღების დროს სტეროიდები იწვევენ სხვადასხვა გვერდით ეფექტებს, როგორც წესი მათ ნიშნავენ, როდესაც პაციენტს მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე თვე ან უფრო ნაკლებია.
მადის გასაუმჯობესებლად დანიშნეთ:
• დექსამეტაზონი 2-4 მგ დილით მისაღებად ან პრედნიზოლონი 15-30 მგ დილით მისაღებად.
თუ მედიკამენტი ეფექტური აღმოჩნდა, ერთი კვირის შემდეგ შემცირეთ დოზა მინიმალურ ეფექტურ დოზამდე; ან შეწყვიტეთ თუკი მადა არ გაუმჯობესდა.
დაღლილობა
უმადობამ და არაადეკვატურმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა . თუმცა დაღლილობა ქრონიკული დაავადებების ჩვეული სიმპტომია და შესაძლოა ასევე განპირობებული იყოს სხვადასხვა სახის, მაგ. როგორიცაა ქიმიო და სხივური თერაპიით ან გამოვლინდეს როგორც გარკვეული მედიკამენტების გვერდით მოვლენად. მნიშვნელოვანია:
• წახალისეთ პაციენტი, სათანადოდ დაისვენოს;
• წაახალისეთ პაციენტი, შესაძლებლობის ფარგლებში, ისე რომ არ გადაიღალოს შეასრულოს მსუბუქი ვარჯიში;
• მართეთ უმადობა ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციების შესაბამისად;
• დაეხმარეთ, დასახოს მცირე და მარტივად მიღწევადი მიზნები;
• ურჩიეთ ენერგია იმ საქმისთვის დაზოგოს, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
სტეროიდებმა შეიძლება შეამცირონ პაციენტის დაღლილობა რამოდენიმე კვირის მანძილზე და მათი გამოყენება ისევე უნდა მოხდეს, როგორც ზემოთ არის აღწერილი უმადობის დროს.

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...