პრაქტიკანტის ჩანაწერი

შთაბეჭდილებები, მიღებული ცოდნა, გამოცდილება… მნიშვნელოვანი ცნებები, რომლებიც ნამდვილად მივიღე ფონდ „თაობა“- ში ყოფნის პერიოდში, ასევე, სითბო და სიყვარული.
პრაქტიკის პირველივე დღიდან ცხადი გახდა, რომ მეც გავხდი იმ დიდი ოჯახის ნაწილი, რომელიც აქამდე ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნებოდა და დღემდე მოაღწია ძლიერმა, თბილმა და ხალისიანმა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „თაობაში“ მოსვლის პირველივე დღიდან ვსწავლობ… ვსწავლობ, როგორ მივუდგე თითოეულ ბენეფიციარს – ამ ოჯახის წევრს, გავითავისო მისი საჭიროებები, კონტაქტში შევიდე, გამოვნახო საერთო ენა, მივაწოდო ახალი ინფორმაცია გასაგებად, მკაფიოდ. და ამ ყველაფერს ვსწავლობ, როგორც თვითონ ბენეფიციარებისაგან, ასევე თანამშრომლების დახმარებით.
მახსოვს, თავიდანვე მქონდა იმედი მეტის გაგების, ცოდნის მიღებისა და დახმარების შესაძლებლობის. ახლა კი სრულიად გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ მე ვსწავლობდი და გამოცდილებას ვიღებდი აქ გატარებული ყოველი დღისგან. ქ-ნო ელენე, დიდ ცოდნას ვიღებდი თქვენთან განხილული დიალოგების, საუბრებისა თუ მითითებებისგან. რჩევები, რომელიც ეხებოდა არა მხოლოდ ბენეფიციარებსა და პროფესიას, არამედ იმ ყოველდღიურობას, რაც თითოეული ჩვენგანისათვის მნიშვნელოვანია.
მოკლედ, ასე რომ ვთქვათ, გამიმართლა. მოვხვდი ერთ დიდ თბილ ოჯახში, რომლის თითოეული წევრიც ჩემთვის მნიშვნელოვანი გახდა და ეს სულაც არ არის მხოლოდ სიტყვები; ეს არის რეალობა, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შემძინა და რომელიც არასოდეს დამავიწყდება. ნამდვილად, „ადამიანი ადამიანითაა.“
თამარ გოგოლაური

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...