მოქნილობის დაკარგვა ორგანიზმის დაბერების და დაავადებების დაწყების უტყუარი ნიშანია. ცხოველებში მოქნილობის შენარჩუნება ბუნებრივი ინსტინქტია. ხომ შეგიმჩნევიათ, ფისო რა ხშირად იზმორება – ის სხეულის კუნთებს ავარჯიშებს, რომ სულ ფორმაში იყოს. ადამიანებმა, სამწუხაროდ, ფორმაში ყოფნის ინსტინქტი დიდი ხანია დავკარგეთ და მხოლოდ ნებაყოფლობით თუ ვავარჯიშებთ სხეულს და ვინარჩუნებთ მის მოქნილობას.
ამ მარტივი ტესტით შეგიძლიათ შეამოწმოთ, რამდენად მოქნილი ხართ თქვენს ასაკში. 5 წუთის განმავლობაში გაახურეთ კუნთები. შემდეგ მოუხრელი ზურგით ეცადეთ, მისწვდეთ თითებით იატაკს; ფეხები მუხლებში არ მოხაროთ. თუ 50 წელს ზევით ხართ და თქვენ ეს შეძელით, ეს კარგი ნიშანია. ნაკლები ასაკის ადამიანებს კი ჯერ კიდევ უნდა ჰქონდეთ უნარი, იატაკს ხელისგულებით შეეხონ.
მიუხედავად შედეგისა, გახსოვდეთ, სხეულის მოქნილობის გაუმჯობესება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში.