როგორ მოვიქცეთ დაცემის შემდეგ

თუ დაეცით და გრძნობა არ დაგიკარგავთ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ – არ ჩავარდეთ პანიკაში. ჩაისუნთქეთ ღრმად, მოდუნდით და შეაფასეთ საკუთარი მდგომარეობა: ხომ არ არის მოტეხილობის ნიშნები თეძოს, ხელის, ფეხის ან კისრის არეში. ამისთვის, ნელ-ნელა აამოძრავეთ კისერი, ხელები სახსრებში, ფეხები სახსრებში. ისინი ნელა მოხარეთ და გაშალეთ, გააკეთეთ გვერდითი მოძრაობებიც. მდგომარეობის შეფასების შემდეგ შეეცადეთ დამშვიდდეთ და თუ გეგულებათ ახლოს ადამიანები, დაუძახეთ მათ დასახმარებლად

თუ შეგიძლიათ, წამოჯექით. კარგია, თუ დამჯდარი გადაჩოჩდებით მყარ ობიექტამდე, რათა შემდეგ ადგეთ. თუ წამოჯდომა არ შეგიძლიათ, გადატრიალდით მუცელზე, რომ შემდეგ მუხლებს და ხელებს დაეყრდნოთ. ბევრი ადამიანი გადატრიალებისას უშვებს შეცდომას და ხელს სხეულის წინ ან თავქვეშ იდებს. ეს ართულებს გადატრიალებას. ეცადეთ ხელი სხეულის ქვეშ ან თეძოს ქვეშ ამოიდოთ. მოხარეთ ამოდებული ხელის საწინააღმდეგო ფეხი და ბიძგი მიეცით სხეულს, რომ გადმოტრიალდეთ მუცელზე. დაეყრდენით უფრო ძლიერ ფეხს და ხელს და მიჩოჩდით უახლოეს მყარ ავეჯამდე, სასურველია, სავარძელი, საწოლი, დივანი, რათა დაჯდეთ. წამოდგომისას, წონა კვლავ გადაიტანეთ ძლიერ ხელზე და ფეხზე და შეამოწმეთ, ხომ არ გაძლიერდა დგომისას ტკივილი თეძოში. თუ ტკივილი არ გაძლიერდა, შეგიძლიათ დაჯდეთ.

მსგავსი ამბები

ემოციური და ქცევითი პრობლემები ხანდაზმულებში

  რჩევები ხანდაზმულებთან მომუშავე პერსონალს   ხანდაზმულებში გვხვდება ზოგადი ქცევითი პრობლემები, რაც იწვევს დისფორიას, ახდენს გავლენას მათ...

კვება – ზოგადი რეკომენდაციები

კვებასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები   საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და შეიცავდეს ცილებს (15%), ცხიმებს (30%, 2...