არასოდეს არის გვიან, ადამიანმა დასახოს ახალი მიზნები, რომლებიც შეეფერება მის ასაკს და უნარებს. შესაძლოა, ეს თავად შეძლოს, ან უბრალოდ ცოტა გამხნევება დასჭირდეს გარშემომყოფთაგან. აი, რამდენიმე საშუალება იმისა, რომ გავამხნევოთ, ინტერესი გავუჩინოთ და მოტივაცია გავუზარდოთ ჩვენს ხანდაზმულებს:
- წაახალისეთ ხანდაზმული, დასახოს მიღწევადი მიზანი;
- წაახალისეთ ხანდაზმული, მიიღოს თავისი თავი ისეთი, როგორიც არის;
- წაახალისეთ ხანდაზმული, აითვისოს ტექნოლოგიები (ვიდეო ჩატი, კომპიუტერის და მობილურის შესაძლებლობები);
- წაახალისეთ ხანდაზმულში შეგრძნება, რომ ის თქვენთვის არის მნიშვნელოვანი ადამიანი;
- წაახალისეთ ხანდაზმულში ასაკთან დაკავშირებული საადაპტაციო უნარები (ვარჯიში, დიეტა, წყლის მიღება, გარემოს მორგება და ა. შ.).