არავისთვისაა საიდუმლო, რომ ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო აქტიურ ცხოვრებაშია. შესაძლოა, ძალიან ბევრს გვინდა ვარჯიშის ჩვევა დავამკვიდროთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ მიუჩვევლობა, სიზარმაცე, განწყობა თავისას შვება და ჩვენი სურვილი ისევ სურვილად რჩება.
იმისათვის, რომ უფრო მოტივირებულები ვიყოთ სავარჯიშოდ და მეტი ხალისი და ინტერესი შევძინოთ სავარჯიშო მოძრაობებს, შემოგთავაზებთ სასიამოვნო „სკამის იოგას“, რომელიც სულ რაღაც 3 წუთამდე გრძელდება. სამაგიეროდ, თუ ავყვებით ვიდეოში გაჟღერებულ ცნობილ სიმღერას და მარტივ მოძრაობებს, კარგი განწყობა მთელი დღის განმავლობაში გარანტირებული გვექნება.