დედამიწის მოსახლეობა უფრო და უფრო ასაკოვანი ხდება. ამასთან ერთად, ძალიან სწრაფად იზრდება ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა. რატომღაც, მიიჩნეოდა რომ ინტერნეტის შესაძლებლობები მხოლოდ ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის იყო საინტერესო. ხანდაზმულები კი ალმაცერად უყურებდნენ ინტერნეტის სარგებლობას მათი ასაკისთვის. თუმცა, დღეს რეალობა იცვლება და დღითიდღე იზრდება იმ ხანდაზმულების რაოდენობა, რომლებიც ინტერნეტის შესაძლებლობებს მათთვის საინტერესოდ მიიჩნევენ.
რაში იყენებენ ხანდაზმულები ინტერნეტს? აღმოჩნდა, რომ 55 წელს ზევით გამოკითხულთა 94% იყენებს ელექტრონულ ფოსტას, 25% იყენებს ვიდეოზარებს და მესენჯერებს, 61% დარეგისტრირებულია სოციალურ ქსელებში, სადაც მათ შეუძლიათ შეეხმიანონ ოჯახის წევრებს და მეგობრებს, კომენტარების სახით დააფიქსირონ თავიანთი დამოკიდებულება სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე.
ძალიან პოპულარული არხი იუთუბი (Youtube) გვთავაზობს უამრავ აუდიოწიგნს და რადიოდადგმას ქართულ ენაზე. რამდენიმეს ჩამოგითვლით და ქვევით ბმულებსაც მიგითითებთ. თუმცა საკმარისია ჩაწეროთ საძიებო ველში „აუდიოწიგნები“ ან „რადიოდადგმა“ და არხი უამრავ წიგნს თუ სპექტაკლს შემოგთავაზებთ, საიდანაც თქვენთვის საინტერესოს აუცილებლად შეარჩევთ.
აი, რამდენიმე მაგალითი:
ვაჟა ფშაველას მოთხრობები
ვაჟა ფშაველას „ალუდა ქეთელაური“
მიხეილ ჯავახიშვილის „ჩანჩურა“
მიხეილ ჯავახიშვილის „ტყის კაცი“
იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“
გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“
ოტია იოსელიანის „იყო ერთი ქალი“
აკა მორჩილაძის „ობოლე“