ხანდაზმულები და ნარკოტიკები

ხანდაზმულები და არალეგალური ნარკოტიკები

 

არალეგალური ნარკოტიკების მოხმარება ნაკლებად გავრცელებულია ხანდაზმულ ადამიანებში, თუმცა, გასულ პერიოდთან შედარებით, ბოლო წლებში არალეგალური ნარკოტიკების მოხმარების სტატისტიკა მზარდია. ხანდაზმული არალეგალური ნარკოტიკების მომხმარებლები ძირითად არიან ისინი, ვინც მოხმარება ადრეულ პერიოდში დაიწყო და ახლაც აგრძელებენ. ნარკოტიკების მოხმარება განსაკუთრებით სახიფათოა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ხანდაზმულებისთვის. ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში მყოფ ხანდაზმულებში ყველაზე ხშირად მოხმარებული არალეგალური ნარკოტიკული საშუალებაა კანაფი. ხანდაზმულებში არალეგალური ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისას სტაციონარული დეტოქსიკაცია საუკეთესო მკურნალობის მიდგომა შეიძლება აღმოჩნდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ნარკოტიკების და მედიკამენტების შერევის რისკი. დეტოქსიკაცია ასევე სასურველია, როცა ხანდაზმულს სხვა თანმხლები დაავადებაც აქვს.

სამედიცინო მარიხუანა

კვლევების მიხედვით, სამედიცინო მარიხუანას შეუძლია შეამსუბუქოს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ქრონიკული ტკივილი, ძილის ჰიგიენა, არასწორი კვება, დეპრესია და სიმსივნის მკურნალობისგან გამოწვეული გვერდითი ეფექტები. აქედან გამომდინარე, მარიხუანას სამედიცინო მიზნით მოხმარებამდე მისგან მიღებული პოტენციური სარგებლის და რისკების შედარება უნდა მოხდეს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ან იღებს ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტს.

სამედიცინო ან სხვა მიზნით მარიხუანის რეგულარული მოხმარება ნებისმიერ ასაკში შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქრონიკულ რესპირატორულ დაავადებასთან, დეპრესიასთან, მახსოვრობის დაქვეითებასთან, გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის დარღვევასთან, განსჯის და მართვის უნარის დაქვეითებასთან. მარიხუანა ურთიერთქმედებაში შედის ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებთან და ართულებს ისედაც არსებულ ჯანმრთელობის პრობლემებს, მათ შორის, ხანდაზმული ასაკისთვის დამახასიათებელ ფსიქოლოგიურ ცვლილებებს.

 

ოპიოიდები

ოპიოიდების თერაპიულ (ექიმის დანიშნულებით) მოხმარებასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის შემთხვევები ასოცირებულია ასაკის მატებასთან და თანმხლებ დაავადებებთან. მხედველობის და მეხსიერების პრობლემები, რომელიც ასაკთან ერთად ვითარდება, ზრდის ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტის ზედმეტი მოხმარების რისკს, განსაკუთრებით კი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც კომპლექსურ მკურნალობას გადიან. ოპიოიდების პრობლემურ მოხმარებას შეუძლია გააუარესოს ადრე არსებული დაავადება. კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ქრონიკულ ტკივილს მკურნალობდნენ ექიმის მიერ დანიშნული ოპიოიდებით, სამედიცინო კანაფით ან ორივეთი ერთად, სხვებთან შედარებით უფრო ხშირად ჰქონდათ დეპრესია ან შფოთვა. ის ადამიანები, რომლებიც სამედიცინო კანაფს და ოპიოიდებს იღებენ, უფრო მეტად არიან მიდრეკილი დეპრესიისკენ, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ კანაფს მოიხმარს.

მსგავსი ამბები

ხშირად დასმული კითხვები

https://www.youtube.com/watch?v=v7ZTrbtsrS0 ხშირად დასმული კითხვები მოვლასთან დაკავშირებით 1. როგორ უნდა მოვაწყოთ პაციენტის ოთახი სახლის პირობებში? საწოლი უნდა იდგეს ნათელ,...

ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობები

ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობები • გულისხმობს აქტივობებს შემდეგ სფეროებში: ურთიერთობა; მოძრაობა; სხეულის მოვლა; სასიცოცხლო ფუნქციების ხელშეწყობა; ჭამა-სმა; გამოყოფა;...

რა ნიშნავს მოვლა?

https://www.youtube.com/watch?v=GdoN_FbJyog მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ... მოვლა ნიშნავს დახმარებას, დაცვას, ზრუნვას, მოქმედებას, მოტივირებას,...

რას ვაკვირდებით მოსავლელ პაციენტთან

https://www.youtube.com/watch?v=Qy7dnJGpwhM საერთო დაკვირვება: • ცხოვრების პირობები • რეაქცია • ცნობიერება • გუნება-განწყობა • სულიერი მდგომარეობა • სიარული • სხეულის დაჭერა შემდეგ ვიკვლევთ: კანი • როგორია? – თბილი თუ ცივი, მშრალი თუ სველი,...

მოვლის მსოფლიო ისტორია

ზრუნვა სხვებზე და მზადყოფნა მათ დასახმარებლად ადამიანთა მოდგმის მნიშვნელოვანი თვისებაა. პირველყოფილი ადამიანები ერთმანეთს ყოველთვის...