ხანდაზმულები და პანდემია

პანდემიამ ყველა ქვეყანას, ყველა ასაკის, სქესის თუ ეროვნების ადამიანს შეუტია. თუმცა, განსაკუთრებული ზიანი კოვიდ-19-მა ხანდაზმულებს მიაყენა. გლობალური სტატისტიკა აჩვენებს რომ კოვიდისგან ხანდაზმულთა სიკვდილიანობა 5-ჯერ მეტია, ვიდრე უფრო ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში. ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის გარდა, პანდემიამ ხანდაზმულებს შეუქმნა გაღარიბების, გარიყულობის, ფსიქოლოგიური წნეხის და დისკრიმინაციის სერიოზული რისკები. ამ საკითხზე ყურადღების გასამახვილებლად, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა გაავრცელა ვიდეო-მიმართვა, რომელშიც ხაზი გაუსვა 4 საგულისხმო აზრს ხანდაზმულთა მხარდასაჭერად:

  • არცერთი ადამიანი არ არის „სახარჯი მასალა“. ხანდაზმულებს იგივე უფლება აქვთ სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე, როგორც ყველა დანარჩენს;
  • მიუხედავად ფიზიკური დისტანციის აუცილებლობისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ ერთი თემი ვართ და ერთმანეთს ვეკუთვნით. სოციალური მხარდაჭერა სასიცოცხლოდ აუცილებელია ხანდაზულებისთვის;
  • ყველა სოციალურმა, ეკონომიკურმა და ჰუმანიტარულმა რეაგირებამ უნდა გაითვალისწინოს ხანდაზმულთა საჭიროებები;
  • არ უნდა მოვექცეთ ხანდაზმულებს, როგორც უხილავ და უსუსურ ადამიანებს. ბევრი ხანდაზმული არის სრულად ჩართული სამუშაოში, ოჯახის ცხოვრებაში, სწავლებაში, სწავლაში და ზრუნვაში. მათი ხმა და ლიდერობის უნარი გასათვალისწინებელია.

 

საინფორმაცია წყარო

მსგავსი ამბები

ემოციური და ქცევითი პრობლემები ხანდაზმულებში

  რჩევები ხანდაზმულებთან მომუშავე პერსონალს   ხანდაზმულებში გვხვდება ზოგადი ქცევითი პრობლემები, რაც იწვევს დისფორიას, ახდენს გავლენას მათ...

კვება – ზოგადი რეკომენდაციები

კვებასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები   საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და შეიცავდეს ცილებს (15%), ცხიმებს (30%, 2...