რაც უფრო ნაკლებს მოძრაობს ადამიანი, მით უფრო მოუხერხებელი ხდება მოძრაობისას. შესაბამისად, იზრდება დაცემის რისკი.
როგორ გავიგოთ, თუ რამდენად გაიზარდა ჩვენი დაცემის ალბათობა? ამისთვის არსებობს მარტივი ხერხი: მონიშნეთ საწყისი წერტილი და გადათვალეთ იქიდან 10 ნაბიჯი – ეს არის ფინიში; დაიწყეთ ნორმალური სიჩქარით გადაადგილება ფინიშისკენ, შემოტრიალდით და დაბრუნდით საწყის წერტილში.
გაზომეთ დრო, რომელიც დაგჭირდათ მანძილის დასაფარად. გაიარეთ იგივე მანძილი სხვადასხვა პირობებში – ნაკლებ შუქზე, წამლის მიღების შემდეგ, რამდენიმე თვის შემდეგ. თუ შეადარებთ დროს პირველად დაფიქსირებულ დროსთან, თქვენ შეძლებთ ნახოთ, ხომ არ შეიცვალა გადაადგილების უნარი. შეგიძლიათ ეს ვარჯიში ყოველდღე გააკეთოთ. სინჯეთ, საკმაოდ ხალისიანია.