მხედველობა

თვალისჩინივით გაუფრთხილდიო, გაგიგიათ ალბათ ეს გამოთქმა. მიუხედავად იმისა, რომ მხედველობა ყოველთვის მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა, დღეს თვალისჩინის პრობლემა იმდენად ხშირია, რომ მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკვე ჩვეულებრივად ვიღებთ არა მარტო ხანდაზმულ ასაკში, არამედ უფრო ადრეულ პერიოდშიც. სამწუხაროდ, რაიმე ჯადოსნური წამალი მხედველობის პრობლემების მოსაგვარებლად არ არსებობს. თუმცა, თვალისჩინის გაუარესების რისკი კი ნამდვილად შეგვიძლია შევამციროთ.

აი რამდენიმე წესი, რომლის დაცვაც დაგვეხმარება, შევამციროთ მხედველობის გაუარესების რისკი:

  • უნდა ვიცოდეთ, რომ მხედველობის ზოგი პრობლემა ასაკთან პირდაპირ კავშირშია. ამიტომ, 40 წლის მერე წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ვესტუმროთ ოფთალმოლოგს კონსულტაციაზე;
  • არ უნდა ვუღალატოთ ჯანმრთელ ჩვევებს – საკვებში უნდა იყოს ბოსტნეული, ციტრუსი, კვერცხი, ომეგა-3-ით მდიდარი პროდუქტი (თევზი, სოიო, ნიგოზი). ასევე, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზომიერი და ინტენსიური ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად ამცირებს გლაუკომის განვითარების რისკს. და არ დაგავიწყდეთ, რომ მოწევა მავნებელია მხედველობისთვის;
  • სეზონის მიუხედავად, უნდა მოვერიდოთ მზის პირდაპირ სხივებს. უნდა ვატაროთ კეპი საჩრდილობლით, ქუდი ფართო ფარფლებით, მოწნული მზის ქუდი;
  • ვისაც კომპიუტერთან დროის გატარება გვიყვარს, ექსპერტებმა გვირჩიეს, დავიცვათ წესი 20/20/20. ანუ, ეკრანთან გატარებული ყოველი 20 წუთის შემდეგ 20 წამით 20 ნაბიჯის მანძილზე უნდა გადავიტანოთ მზერა.

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...