კემბრიჯის უნივერსიტეტის სამედიცინო კვლევების გუნდის მიერ წარმოებული 20-წლიანი კვლევის შედეგების მიხედვით ყოველდღიური ფიზიკური აქტივობის თუნდაც მცირედით გაზრდა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობას და შესაბამისად, სიცოცხლის ხარისხს და ხანგრძლივობას.
როგორ განვსაზღვროთ რამდენად აქტიურები ვართ ფიზიკურად? მკვლევართა გუნდმა შემოგვთავაზა აქტივობის შემდეგი საზომი:
- დაბალი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა – კვირაში 150 წუთზე ნაკლები ზომიერი ფიზიკური დატვირთვა;
- საშუალო ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა – კვირაში 150 წუთზე მეტი ზომიერი ფიზიკური დატვირთვა;
- მაღალი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა – კვირაში 300 წუთამდე ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, ან 75 წუთი მაღალი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვა, ან 60 წუთი მაღალი ინტენსივობის და 30 წუთი საშუალო ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვა.
ინტენსივობის გაზრდა დაბლიდან საშუალოსკენ 28%-ით აუმჯობესებს სასიცოცხლო მაჩვენებლებს. ფიზიკური აქტივობის კიდევ უფრო გაძლიერება კი მთელი 42%-ით აუმჯობესებს სასიცოცხლო მაჩვენებლებს.
მკვლევართა ჯგუფი იმედოვნებს, რომ კვლევის შედეგები ასაკის მიუხედავად ბევრს დააფიქრებს და წაახალისებს მეტი ფიზიკური აქტივობისკენ.