ხანდაზმულები და ალკოჰოლი

სტანდარტული სასმელი

65 წელს ზევით ქალები და კაცები უნდა მოიხმარდნენ დღიურად არაუმეტეს ერთ ჭიქა ალკოჰოლს და ნებისმიერ შემთხვევაში მაქსიმუმ ორ ჭიქას

წყარო: ალკოჰოლის ავადმოხმარებისა და ალკოჰოლიზმის ეროვნული ინსტიტუტი

2020 წლის კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო წლებში 50 წლის მეტი ასაკის ადამიანებში გაიზარდა ალკოჰოლის მოხმარება, შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებთან. 65 წლის და ზევით ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლების 65% ალკოჰოლის მაღალი რისკის მოხმარებით ხასიათდება, რაც გულისხმობს ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე ყოველკვირეულად 4-5 ჭიქაზე მეტი ალკოჰოლის მიღებას. გარდა ამისა, 65 წლის და მეტი ასაკის ადამიანების მეათედზე მეტი სვამს გადაჭარბებულად, რაც გულისხმობს 5 ან მეტ ჭიქას კაცებისთვის და 4 ან მეტ ჭიქას ქალებისთვის დალევის ერთ კონკრეტულ ეპიზოდში.

ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმში იზრდება ცხიმოვანი მასის წილი და მცირდება წყლის შემცველობა, რასაც თან ახლავს ღვიძლის მიერ ალკოჰოლის გადამუშავების უნარის დაქვეითება. ამიტომ, ხანდაზმულების სისხლში ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ ალკოჰოლის უფრო მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება. შესაბამისად, ხანდაზმულები უფრო მეტად მოწყვლადი არიან ალკოჰოლისგან გამოწვეული დაავადებების მიმართ. ალკოჰოლის მოხმარება ხანდაზმულებში ზრდის ისეთი დაავადების განვითარების რისკს, როგორებიცაა:

  • დიაბეტი
  • მაღალი არტერიული წნევა
  • გულის ქრონიკული უკმარისობა
  • ღვიძლის და ძვლის პრობლემები
  • მეხსიერების პრობლემა
  • განწყობის აშლილობები.

ალკოჰოლის და სხვა ფსიქოაქტიური საშუალებების ერთად მიღება

ნარკოტიკული საშუალებების და ალკოჰოლის შერევას შეუძლია გამოიწვიოს სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემები. ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტები (მაგ., ბენზოდიაზეპინები და ოპიოიდური ანალგეტიკები) ხანდაზმულების მიერ ყველაზე ხშირად მომხმარებული ფსიქოაქტიური/ნარკოტიკული საშუალებებია. მათი გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკის გაზრდა ალკოჰოლის მცირე რაოდენობასაც კი შეუძლია. გარდა ამისა, ალკოჰოლის და სედაციური (დამამშვიდებელი) საშუალებების შერევა ზედოზირების რისკს ზრდის. არსებობს კავშირი ალკოჰოლის მოხმარებასა და კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის და ძუძუს კიბოს შორის. გარდა ამისა, დეპრესიის მქონე ხანდაზმულები 4-ჯერ მეტად მოიხმარენ ალკოჰოლს გადაჭარბებული დოზით, ვიდრე ის ხანდაზმულები, რომლებსაც დეპრესია არ აქვთ. ამავდროულად, ხანდაზმულების მაღალ პროცენტს, რომლებსაც ალკოჰოლიზმის დიაგნოზი აქვს დასმული, ასევე აქვს დეპრესიის ისტორია.

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...