როდესაც მხედველობის გაუარესების გამო კარტოგრაფ და ტოპოგრაფ ჰალ ლასკოს მოუწია პენსიაზე გასვლა, ის სასოწარკვეთილი იყო. აბა, რაღა უნდა გაეკეთებინა მოხუცს 85 წლის ასაკში? ბაბუს მშველელად შვილიშვილი გამოუჩნდა, რომელმაც მას კომპიუტერი შეუძინა, კომპიუტერში ჩაწერილი პროგრამა Paint-ის ანაბანა ასწავლა და ასე დაიბადა ჰალ ლასკოს ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება – არაჩვეულებრივი კომპიუტერული მხატვრობა.
ჰალმა პირველი ნახატი უმარტივესი კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით 2000 წელს შექმნა და მას შემდეგ 14 წლის განმავლობაში არცერთი დღე არ უღალატია თავისი გატაცებისთვის.