განსაზღვრება
ყაბზობა არის კუჭის იშვიათი მოქმედება ან დისკომფორტი კუჭში გასვლის დროს. ნორმალურად ითვლება კუჭის მოქმედების სიხშირის შემდეგი დიაპაზონი: მინიმუმი – 3 დღეში ერთხელ, მაქსიმუმი – დღეში 3-ჯერ.
მიზეზები
- კუჭის მოქმედების თვითნებურად შეკავება;
- სითხის მცირე რაოდენობით მიღება;
- საფაღარათო საშუალებების გადაჭარბებული ხმარება;
- უჯრედისის (ბოჭკოების) შემცველი საკვების ნაკლები მოხმარება;
- არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა;
- ზოგიერთი მედიკამენტი, რომლებსაც თქვენ შეიძლება ღებულობდეთ.
სიმპტომატიკა
- მცირე რაოდენობით განავალი;
- უხეში, მშრალი განავალი;
- დისკომფორტი ან ტკივილი კუჭის მოქმედებამდე ან მის შემდეგ;
- კუჭის მოქმედებათა შორის ხანგრძლივი პერიოდი.
კუჭის მოქმედების ნორმალური სიხშირე ინდივიდუალურია. მნიშვნელოვანია ცვლილება იმ სიხშირისა, რასაც მანამდე ნორმალურად თვლიდით.
მკურნალობა, პროფილაქტიკა
- არ შეიკავოთ კუჭის მოქმედება, როცა ამის მოთხოვნა ნამდვილად გაქვთ;
- დალიეთ დიდი რაოდენობით სითხე;
- დალიეთ ქლიავის წვენი ან მიირთვით მოშუშული ხილი საუზმეზე;
- კვებით რაციონში გაზარდეთ ბოჭკოვანი (უჯრედისის შემცველი) საკვები – დაღერღილი მარცვლეული და ხილ-ბოსტნეული;
- გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა;
- მოერიდეთ საფაღარათო საშუალებების გამოყენებას; ისინი ათხელებენ ნაწლავის ლორწოვან გარსს და ხელს უშლიან საკვების ნორმალურ გადამუშავებას;
- ჰკითხეთ ექიმს,-ხომ არ იწვევს ყაბზობას რომელიმე მედიკამენტი, რომელსაც თქვენ ღებულობთ.
მიმართეთ ექიმს, თუ:
- ახლა დაგეწყოთ ყაბზობა;
- გაქვთ ყაბზობისა და ფაღარათის მონაცვლეობა, ან ტკივილი კუჭის მოქმედებისას ან მის შემდეგ;
- თქვენი განავალი შეიცავს ლორწოს ან სისხლს;
- უმიზეზოდ კარგავთ წონას.
ოყნა გაიკეთეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიება უშედეგოა. სასურველია ექიმის კონსულტაცია.