ყაბზობა (შეკრულობა)

განსაზღვრება

ყაბზობა არის კუჭის იშვიათი მოქმედება ან დისკომფორტი კუჭში გასვლის დროს. ნორმალურად ითვლება კუჭის მოქმედების სიხშირის შემდეგი დიაპაზონი: მინიმუმი – 3 დღეში ერთხელ, მაქსიმუმი – დღეში 3-ჯერ.

 

მიზეზები

  • კუჭის მოქმედების თვითნებურად შეკავება;
  • სითხის მცირე რაოდენობით მიღება;
  • საფაღარათო საშუალებების გადაჭარბებული ხმარება;
  • უჯრედისის (ბოჭკოების) შემცველი საკვების ნაკლები მოხმარება;
  • არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა;
  • ზოგიერთი მედიკამენტი, რომლებსაც თქვენ შეიძლება ღებულობდეთ.

 

სიმპტომატიკა

  • მცირე რაოდენობით განავალი;
  • უხეში, მშრალი განავალი;
  • დისკომფორტი ან ტკივილი კუჭის მოქმედებამდე ან მის შემდეგ;
  • კუჭის მოქმედებათა შორის ხანგრძლივი პერიოდი.

კუჭის მოქმედების ნორმალური სიხშირე ინდივიდუალურია. მნიშვნელოვანია ცვლილება იმ სიხშირისა, რასაც მანამდე ნორმალურად თვლიდით.

 

მკურნალობა, პროფილაქტიკა

  • არ შეიკავოთ კუჭის მოქმედება, როცა ამის მოთხოვნა ნამდვილად გაქვთ;
  • დალიეთ დიდი რაოდენობით სითხე;
  • დალიეთ ქლიავის წვენი ან მიირთვით მოშუშული ხილი საუზმეზე;
  • კვებით რაციონში გაზარდეთ ბოჭკოვანი (უჯრედისის შემცველი) საკვები – დაღერღილი მარცვლეული და ხილ-ბოსტნეული;
  • გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა;
  • მოერიდეთ საფაღარათო საშუალებების გამოყენებას; ისინი ათხელებენ ნაწლავის ლორწოვან გარსს და ხელს უშლიან საკვების ნორმალურ გადამუშავებას;
  • ჰკითხეთ ექიმს,-ხომ არ იწვევს ყაბზობას რომელიმე მედიკამენტი, რომელსაც თქვენ ღებულობთ.

 

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • ახლა დაგეწყოთ ყაბზობა;
  • გაქვთ ყაბზობისა და ფაღარათის მონაცვლეობა, ან ტკივილი კუჭის მოქმედებისას ან მის შემდეგ;
  • თქვენი განავალი შეიცავს ლორწოს ან სისხლს;
  • უმიზეზოდ კარგავთ წონას.

ოყნა გაიკეთეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიება უშედეგოა. სასურველია ექიმის კონსულტაცია.

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...