დაცემა

წონასწორობის დარღვევა და დაცემა

 

ხანდაზმულებში ხშირია წონასწორობის დარღვევა, რასაც თან სდევს დაცემა. ამის მიზეზია ორგანიზმში მიმდინარე ბუნებრივი დაბერების პროცესები.

დაცემა და სხეულის დაზიანება ხდება ჩვეულებრივი ფიზიკური აქტივობისას: კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლა, სხვადასხვა ბარიერების გადალახვა და ა. შ. დაცემის შედეგია ძვლების მოტეხილობები და რბილი ქსოვილების დაზიანებები. განსაკუთრებით საშიშია ბარძაყის ძვლის (ყელის) მოტეხილობა, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს ხეიბრობას და ლოგინად ჩავარდნას.

 

არასტაბილურობისა და დაცემის რისკ-ფაქტორები

რისკ-ფაქტორების ნუსხა ვრცელია:

  • ხანდაზმული ასაკი;
  • მდედრობითი სქესი (უფრო ხშირია ქალებში);
  • გარკვეული მედიკამენტები, რომლებსაც მოხუცები ღებულობენ;
  • ზოგადი სისუსტე;
  • მეხსიერების გაუარესება;
  • მხედველობის დაქვეითება;
  • ფეხის პრობლემები (ცერის დეფორმაციის ფორმები, გაუხეშებული ფრჩხილები, შეუსაბამო ფეხსაცმელები);
  • მწვავე დაავადებები (გრიპი, ფილტვების ანთება, ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, გულის ინფარქტი);
  • გარემო ფაქტორები (იხ. ცხრილი 2);
  • სირთულეები სკამიდან წამოდგომისას;
  • სარისკო ქცევები და დაცემის ისტორიები წარსულში.

რისკი მით უფრო მეტია, რაც მეტია რისკ-ფაქტორების რიცხვი.

წონასწორობის დარღვევისა და დაცემის პროფილაქტიკისა და თვითშეფასებისთვის საჭიროა სისტემური მიდგომა (იხ. ცხრილი #1).

სადიაგნოსტიკო გამოკვლევები

სადიაგნოსტიკო ტესტები და სამკურნალო მიდგომა ინდივიდუალურად უნდა იქნეს შედგენილი. უმეტეს შემთხვევაში (95%), დიაგნოზის დასმისთვის საკმარისია მხოლოდ პაციენტის დაწვრილებითი გამოკითხვა და ფიზიკალური გამოკვლევა.

აუცილებელია სახლში გარემო პირობების რისკის შეფასება (იხ. ცხრილი #2) და პიროვნების ყოველდღიურ ქმედებებზე უშუალო დაკვირვება.

გამონაკლის შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, შეიძლება საჭირო გახდეს შემდეგი გამოკვლევები:

  • სისხლის საერთო ანალიზი,
  • ბიოქიმიური ანალიზი,
  • სისხლის გაჯერება ჟანგბადით (სატურაცია),
  • მედიკამენტების კონცენტრაცია სისხლში,
  • ელექტროკარდიოგრამა,
  • გულმკერდის რენტგენოგრამა,
  • ჰოლტერის მონიტორინგი (24სთ-იანი ელექტროკარდიოგრამა),
  • ტომოგრაფიული გამოკვლევები,
  • ელექტრომიოგრაფია,
  • სადიაგნოსტიკო გამოკვლევები მხედველობისა და წონასწორობის ორგანოს შესაფასებლად.

 

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...