ფაღარათი

 

განსაზღვრება

ფაღარათი არის ხშირი კუჭის მოქმედება თხელი განავლით. თუ ის უეცრად იწყება და ხანმოკლეა, მაშინ მას მწვავეს უწოდებენ. უმეტეს შემთხვევაში, ის 1 ან 2 დღე გრძელდება (ზოგჯერ რამდენიმე საათი, ზოგჯერ კი 2 კვირა და მეტი). დაავადებას ხშირად იწვევს ვირუსი ან დაბინძურებული საკვები. ზოგჯერ ფაღარათი შეიძლება გახანგრძლივდეს ან პერიოდული ხასიათი მიიღოს. მაშინ მას ქრონიკულს უწოდებენ, ასეთი ტიპის ფაღარათს ხშირად იწვევს თანმხლები დაავადება.

ფაღარათის დროს ხდება სხეულის გაუწყლოება, რაც სერიოზული პრობლემაა ბავშვებსა და მოხუცებში.

 

მიზეზები

  • მიკროორგანიზმები და კვებითი ინტოქსიკაცია;
  • მომატებული მგრძნობელობა ზოგიერთი საკვების მიმართ;
  • ანტიბიოტიკების გამოყენება.

 

სიმპტომები

  • ხშირი, თხელი განავალი;
  • ტკივილი და სპაზმები მუცელში;
  • ცხელება.

 

დიაგნოზის დადგენისთვის მნიშვნელოვანია:

  • დაავადების დაწყების ისტორია;
  • გაუწყლოების ხარისხი;
  • სისხლის, შარდის და განავლის საერთო ანალიზები (იშვიათად).

 

მკურნალობა

სითხეების (წყლის და წვნიანის) დიდი რაოდენობით მიღება. ხშირად, საჭიროა გარკვეული ხსნარებიც, მაგალითად, რეჰიდრონი, რომელიც შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო მარილებს. თუ ფაღარათის მიზეზი ბაქტერიაა, მაშინ ექიმმა შეიძლება დანიშნოს ანტიბიოტიკი. თუ რომელიმე წამალი, რომელსაც თქვენ ღებულობთ, იწვევს ფაღარათს, ექიმის თანხმობით შეწყვიტეთ.

 

რა უნდა იცოდეს პაციენტმა

თუ თქვენი ტემპერატურა 380C-ზე მაღალია, დაიცავით წოლითი რეჟიმი, მიიღეთ პარაცეტამოლი, აკონტროლეთ ტემპერატურა.

თუ გაქვთ სპაზმები ან ტკივილი მუცელში:

  • პირველ რიგში, დალიეთ სითხეები: წყალი, სუსტი ჩაი, წვნიანი. სვით ხშირად, რომ არ მოხდეს გაუწყლოება;
  • მუცელზე დაიდეთ სათბური;
  • არ ჭამოთ მყარი საკვები.

თუ სითხის დალევა გიჭირთ, მიმართეთ ექიმს.

 

როცა თავს უკეთ იგრძნობთ:

  • დაიწყეთ ადვილად მოსანელებელი სახამებლიანი საკვების მიღება: ბანანი, მოხარშული მარცვლეული, ბრინჯი, კარტოფილი, ბოსტნეულის პიურე, პური ვაშლის ხილფაფით და სხვ.
  • გააგრძელეთ დიეტა და სითხეებით დატვირთვა 2-3 დღე, შემდეგ დაუბრუნდით ჩვეულებრივ მენიუს.

რამდენიმე დღით შეზღუდეთ:

  • რძე, კარაქი, ყველი;
  • უმი ხილი (ნებადართულია ბანანი);
  • უმი ბოსტნეული;
  • ალკოჰოლი;
  • ცხიმიანი საკვები;
  • ცხარე საკვები;
  • კოფეინის შემცველი პროდუქტები.

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • გაქვთ ძლიერი სპაზმები, რომლებიც გახანგრძლივდა ან გაუარესდა;
  • სპაზმები ლოკალიზებულია ერთ წერტილში;
  • გაქვთ ზოგადი სისუსტე;
  • განავალში სისხლი ან ლორწოა;
  • თქვენი ტემპერატურა 390C-ზე მეტია.

 

პროფილაქტიკა

  • დაიბანეთ ხელები ჭამის წინ;
  • დარწმუნდით, რომ რძის პროდუქტები პასტერიზებულია;

ნუ დატოვებთ საჭმელს მაცივრის გარეთ.

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...