კვება – ზოგადი რეკომენდაციები

კვებასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები

 

საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და შეიცავდეს ცილებს (15%), ცხიმებს (30%, 2 : 1 მცენარეული ანუ თხევადი ცხიმების სასარგებლოდ), ნახშირწყლებს (50-55%), ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს.

შეძლებისდაგვარად, შეამცირეთ ცხიმების რაოდენობა, უპირატესობა მიანიჭეთ უჯერ (თხევად) – მცენარეულ ცხიმებს; ხორცეულიდან – მჭლე, უქონო ხორცს (ფრინველის ხორცი ჭამეთ კანგაცლილი), უმჯობესია მოხარშული; რძის პროდუქტები გამოიყენეთ ცხიმგაცლილი.

საკვებ რაციონში სასურველია გაიზარდოს ხილის და ბოსტნეულის წილი 8 – 8 ულუფამდე დღეში და, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იქნეს მათი ენერგეტიკული ღირებულება
(8 ერთეული ხილი – 480კკალ., 8 ერთეული ბოსტნეული – 200კკალ., გარდა კარტოფილის, ლობიოს, ჭარხლის და სტაფილოს – მათ სხვა ენერგეტიკული ღირებულება აქვთ).

შეზღუდეთ ისეთი პროდუქტების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ მარტივ შაქრებს (დიაბეტის შემთხვევაში ისინი საერთოდ ამოღებული უნდა იქნეს საკვები რაციონიდან).

დიეტა იანგარიშება შემდეგნაირად (ზომიერი ფიზიკური დატვირთვისას):

  • წონის შენარჩუნებისთვის 30კკალ/კგ;
  • წონის დასაკლებად 20 კკალ/კგ;
  • წონის მოსამატებლად 40 კკალ/კგ.

ზემოთ აღნიშნულ წონაში იგულისხმება იდეალური წონა, რომელიც გამოითვლება შემდეგნაირად: სიმაღლეს გამოკლებული 100 ± მიღებული რიცხვის 10%.

 

 

ზოგიერთი საკვები პროდუქტის თითო ერთეულის წონა და მოცულობა

 

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...