- დემენცია დღევანდელი კაცობრიობის ერთ-ერთი გლობალური ტვირთი და საზრუნავია.
- დემენცია არის ერთგვარი საფასური ბოლო ათწლეულებში სიცოცხლის ხანგრძლივობის არნახული – 20-25 წლით გაზრდის.
- დემენციის დროს პიროვნება უფრო ადრე კვდება, ვიდრე მისი ფიზიკური სხეული.
- დემენციის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა თითოეულ ოჯახს ადრე თუ გვიან დააყენებს ოჯახის წევრთან დაკავშირებული პრობლემის წინაშე.
- დემენცია მთელ ოჯახს აყენებს მნიშვნელოვანი სტრესის წინაშე. ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური, ფინანსური ტვირთი იწვევს ე. წ. „გადაწვის ფენომენს“.
- დემენცია დაავადების შედეგია და არა ცუდი საქციელის.
- დემენციის დროს მნიშვნელოვანია სწორი ამოცანის ჩამოყალიბება: მისი შეჩერება ან მდგომარეობის გაუმჯობესება პრაქტიკულად შეუძლებელია; ამიტომ, მთავარია დემენციის მქონე ადამიანის ცხოვრების ხარისხზე ზრუნვა, მისი კარგი ცხოვრების უზრუნველყოფა შეცვლილი რეალობის პირობებში – ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, შენარჩუნებული უნარ-ჩვევების გამოყენება, კვება, ჰიგიენა, თბილი გარემო, სხვა დაავადებებისგან დაცვა, ძალადობის პრევენცია.
- ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება განუვითარდეს დემენცია.
პორტალი შეიქმნა „თაობის“ პროექტის ფარგლებში, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ დაფინანსებით,
Bread for the World-ის მხარდაჭერით.
The portal was created within the project "Taoba" with the funding of "Consulting and Training Center" and with the support of
"Bread for the World".