დირექტორის ჩანაწერი

ფონდი „თაობა“ მეტია, ვიდრე ორგანიზაცია. ხანდაზმულებისთვის ეს არის ადგილი, სადაც უყვართ და ელოდებიან; თანამშრომლებისთვის ეს არის ინტერესების და უნარების რეალიზაციის ასპარეზი; სტუმრებისთვის „თაობა“ არის ახალი სამყარო.

ერთხელ, ჩემს შუათანა ვაჟთან ერთად შემოვედი ოფისში. ჭიშკართან ერთი ხანდაზმული შეგვხვდა, თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი, მეორემ ეზოში ლოცვით გამოგვაცილა, მესამემ კიბეზე მადლობით მოგვიალერსა, შენობის კარებში კიდევ მეოთხე… „რას უკეთებთ ამ ხალხს ასეთს?“ – მეკითხება გიორგი. „უბრალოდ, გვიყვარს,“ – მოკლედ ვპასუხობ.

წლების წინ, „თაობის“ საბჭოს წევრმა ბატონმა რეზო ჩხეიძემ მითხრა: რომ იცოდე, რამხელა ღვთის წყალობა გაქვთ, რომ აქ დგახართ და ამ საქმეს აკეთებთო. მართლაც, ერთდროულად, ჩვენთვის ეს სამსახურიც არის და ჰობიც – აკეთებ საქმეს, რომელიც სიხარულს განიჭებს.

მახსენდება ხანდაზმულთა კლუბის წევრი ქალბატონი ელენე – შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად ვერ დადიოდა, ავტობუსის გაჩერებიდან ჩვენამდე ასიოდე მეტრის გავლას ნახევარ საათს ანდომებდა. რა ძალა ასულდგმულებდა ყოველდღე მის მოსვლას? ან სხვები, ხშირად დაუძლურებულნი, ყავარჯნით, უსინათლოდ, ერთმანეთის დახმარებით, ავდარში, ყინვასა თუ ხვატში, მოდიან სიხარულით.

მათ გაუმართლათ, რომ აქვთ ასეთი ადგილი. იმათაც გაუმართლათ, ვინც ყველასგან მიტოვებული და ლოგინს მიჯაჭვული, სასოებით ელოდება ჩვენს მისვლას და დახმარებას; იმათაც, ვინც ჩვენთან დაიდო ბინა და სადღეღამისო მოვლასა და ყურადღებას არ აკლებენ.

სხვებსაც სჭირდებათ. სჭირდებათ ყველაფერი ის, რაც სხვა ადამიანებს: ჯანმრთელობა, საყოფაცხოვრებო პირობები, ზრუნვა და სითბო.

ყველას გულითადად გეპატიჟებით ჩვენთან: ხანდაზმულებსა თუ ახალგაზრდებს, ნაცნობებსა თუ უცნობებს. აქ ყველასთვის არის რაღაც საინტერესო.

ჩვენი გამოცდილებით კარგად ვიცით, რომ სიბერე არის არა განსაცდელი, არამედ ბიოგრაფიის ნაწილი და შესაძლებელია, რომ ის იყოს ცხოვრების საუკეთესო პერიოდი.

სწორედ ასეთ სიბერეს გისურვებთ.

 

პატივისცემით,

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...