- საუბარი წარმართეთ თვალების თანაბარ სიმაღლეზე/დონეზე;
- გამოხატეთ კეთილგანწყობა და ყურადღება;
- გამოიყენეთ მარტივი, მოკლე წინადადებები (საჭმელი მზადაა);
- ისაუბრეთ ნელა და გარკვევით (ჩ ვ ე ნ ა ხ ლ ა ვ ე წ ა ვ ა ლ თ);
- ხაზი გაუსვით თქვენს სიტყვებს ჟესტებითა და მიმიკებით (ის ისეთი დიდია!);
- ყურადღება მიაქციეთ ასევე ემოციების ცვლილებას;
- მიეცით დრო პასუხისთვის (მმმ ….);
- მოუსმინეთ ყურადღებით და დააკვირდით სხეულის ენას;
- ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი რამ თქვით ან იკითხეთ (ნაყინი გინდა თუ ნამცხვარი?);
- ნუ დაუსვამთ კითხვებს: რატომ? რისთვის? როდის? სად?;
- აჩვენეთ, რომ მიღწეული დაუფასეთ, ნუ მიუთითებთ შეცდომებზე.
გერმანიის ალცჰაიმერის საზოგადოება