საქართველოში ხანდაზმულობისა და დაბერების ზოგადი ტენდენციები

 

ცნება „ხანდაზმული“ სუბიექტური შეფასების საგანია, მაგრამ, ინდივიდუალური შეფასების გარდა, ოფიციალური კუთხითაც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მიდგომაა დამკვიდრებული, თუ ვინ უნდა იქნეს მიჩნეული ხანდაზმულად.

დაბერების საკითხებზე მსოფლიო ასამბლეაზე მიღებული დეკლარაცია და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატისტიკური და პოლიტიკური დოკუმენტების თანახმად, ხანდაზმულობის ზღვრად დადგენილია 60 წელი, თუმცა, ევროსტატისა და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის სტატისტიკის დოკუმენტის მიხედვით ეს ზღვარი 65 წელია. საქართველოში სხვადასხვა პროგრამებისთვის ხანდაზმულად ითვლებიან ადამიანები საპენსიო ასაკიდან, ანუ ქალები 60 წლიდან და კაცები 65 წლიდან. თუმცა, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ხანდაზმულთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვისას იყენებს 65 წლის ზღვარს.

2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ხანდაზმული – 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი საქართველოს მთლიან მოსახლეობაში შეადგენდა 14,3%-ს (530,000 პირი), ხოლო დღეგრძელი – 80 წლისა და უფროსი ასაკის – 3,1%-ს (115,000 პირი). საქართველოში ხანდაზმული მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში მზარდია, რაც ნიშნავს მოსახლეობის დაბერებას. ეს ტენდენცია სხვა ქვეყნებშიც არსებობს, თუმცა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ამ მხრივაც უფრო რთული ვითარებაა. აღწერის მონაცემებით, ერთ ხანდაზმულზე მოდის სამუშაო ასაკის დაახლოებით 5 პირი; პროგნოზის თანახმად კი 2030 წლისათვის აღნიშნული თანაფარდობა შემცირდება 3-მდე, ხოლო 2050 წლისათვის ‑ 2,5-მდე.

ეს იმის გათვალისწინებით, რომ      65 წელს მიღწეული პირის მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა – ანუ რამდენ წელს იცოცხლებს პირი ამ ასაკის შემდგომ – შეადგენს 13 წელს მამაკაცებისთვის და 16,4 წელს ქალებისთვის. ევროკავშირის 28 წევრ ქვეყანაში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 65 წელს მიღწეული პირისთვის 5 წლით აღემატება საქართველოს მაჩვენებლებს.

მიუხედავად ამისა, ჩვენში დაბერების გავლენა და მოსალოდნელი შედეგები ჯერ კიდევ არ არის კარგად გააზრებული როგორც ინდივიდების, ასევე მთლიანად საზოგადოებრივ დონეზე. მისი შედეგები კი გავლენას უკვე ახდენს ცხოვრების სხვადასხვა სექტორებსა და სფეროებზე: ეკონომიკაზე, შემოსავლებზე, დასაქმებაზე, ჯანდაცვაზე, სოციალურ უზრუნველყოფაზე, პოლიტიკურ დღის წესრიგზე და ა. შ.

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...