კითხვები მოვლის დასაგეგმად

მოვლის დაგეგმვა ყოველდღიური ცხოვრებისეული აქტივობების მიხედვით

დაბანა და ჩაცმა/გახდა
 დამოუკიდებლობა დაბანასა და ჩაცმა-გახდაში:
• სად და როგორ არის შეზღუდული დამოუკიდებლობა?
• როგორ შეიძლება დახმარება/ხელშეწყობა? (რესურსების გათვალისწინება)
• აქვს თუ არა აზრი დამხმარე საშუალებების გამოყენებას? (თუ კი, რომელს?)
• სხეულის რომელი ნაწილის დაბანა შეუძლია პაციენტს დამოუკიდებლად?
 ჩვევები და სურვილები
• სურს თუ არა პაციენტს რომელიმე განსაზღვრულ დროს დაბანა?
• გააჩნია მას დაბანის რიტუალი?
• იყენებს თუ არა სპეციალურ საპნებს, დეზოდორს, კრემს?
• რა თანმიმდევრობით იბანს?
• სურს თუ არა მას პირველად კბილების გახეხვა?
 განსაკუთრებულობები
• რეაგირებს თუ არა პაციენტი რაიმეზე აგრესიულად?
• შეუძლია თუ არა შეიცვალოს პოზიცია?
• წოლითი პოზიციის რომელიმე სახე დაცული უნდა იქნეს თუ არა?
• არის თუ არა სისხლის მიმოქცევა სტაბილური?
• წარმოიშობა თუ არა ტკივილები უხერხული მოძრაობის ან წოლის დროს?
• აქვს თუ არა პაციენტს ჭრილობები?
 სხეულის მოვლას უზრუნველყოფს მომვლელი
• ინფორმირებულია თუ არა პაციენტი?
• როდის არის დაბანა უკეთესი?
• მომზადებულია თუ არა ოთახი?
• პაციენტისათვის უსიამოვნოა უცხო ადამიანის დახმარებაზე დამოკიდებულება?
• როგორ უნდა იქნეს ინტიმური სფერო შეძლებისდაგვარად დაცული?
 პირის ღრუს მოვლა
• აქვს თუ არა პროთეზი?
• დაუზიანებელია თუ არა პირის ღრუს ლორწოვანი?
• დაფარულია თუ არა ენა ნადებით?
• სჭირდება თუ არა პაციენტს სპეციალური ხსნარი პირში გამოსავლებად?
 კანის მოვლა
• როგორია პაციენტის კანი?
• აქვს თუ არა კანის დაავადება?
• კანის მოვლის რომელ საშუალებას იყენებს?
• აუცილებელია თუ არა კანის დაცვა?
 სხვა კითხვები
• დაქვეითებული აქვს თუ არა სმენა?
• დაქვეითებული აქვს თუ არა მხედველობა?
• ხომ არ ეღიტინება?
• თმის დავარცხნა ხომ არ უნდა რაიმე სპეციალური მეთოდით?
• რა მდგომარეობაში აქვს ფრჩხილები?

ჭამა-სმა
 დამოუკიდებლობა ჭამა-სმისას
• როგორ არის შეზღუდული დამოუკიდებლობა?
• როგორ შეიძლება დახმარება/ხელშეწყობა? (რესურსების გამოყენებით)
• აქვს თუ არა აზრი დამხმარე საშუალებების გამოყენებას?
• თუ კი, რომელი უნდა იქნეს გამოყენებული?
• აუცილებელია თუ არა საკვებისა და სითხეების წინასწარ გამზადება?
 ყლაპვისა და ჭამის შეფასება/დარღვევა
• ყლაპვის გაძნელების რა სახე აქვს პაციენტს?
• გადასცდება თუ არა სითხის მიღებისას?
• შეუძლია თუ არა მას გარკვეულ მდგომარეობაში/პირობებში დალევა გადაცდენის გარეშე?
• უგროვდება თუ არა ნერწყვი ლოყაში?
• შეუძლია თუ არა ენის გამოყენება ღეჭვაში, ხომ არ უცვივა საკვები პირიდან?
• შეუძლია თუ არა ჩაკბეჩა/ღეჭვა?
 სურვილები და საჭიროებები
• სჭირდება თუ არა პაციენტს სპეციალური საკვები?
• რას სჭამს და სვამს განსაკუთრებული სიამოვნებით?
• რა უყვარს?
• როდის ჭამს?
• ურჩევნია თუ არა საზოგადოებაში ჭამა?
 საკვებისა და სითხის მომზადება/მიწოდება
• როგორ უნდა მოხდეს პაციენტის მომზადება კვებისთვის?
• რა პოზაში უნდა იყოს?
• გამოიყენება თუ არა ხელსახოცები და საწოლის გადასაფარებელი?
• რა ფორმით უნდა მოხდეს საკვების მიწოდება?
 სჭირდება თუ არა პაციენტს განსაკუთრებული კვება?
• დაქუცმაცებული
• დიაბეტური
• ცილით ღარიბი ან ცილით მდიდარი
• შემცირებული
• ნატრიუმით ღარიბი და ა. შ.
 სხვა კითხვები:
• ხომ არ უნდა უნდა მოხდეს საღამოს სითხის რაოდენობის შემცირება იმ მიზნით, რომ პაციენტმა ძილი მოახერხოს?
• ეკრძალება თუ არა პაციენტს რაიმე საკვები ან სითხე?
• უნდა მიიღოს თუ არა პაციენტმა სითხის განსაზღვრული რაოდენობა დღის განმავლობაში?
• აქვს თუ არა პაციენტს პროთეზი? კარგად ზის თუ არა პროთეზი? ხომ არა აქვს პრობლემა?

გამოყოფა
 გამოყოფის რა ჩვევები ახასიათებს?
• კუჭის მოქმედება დილას და საღამოს?
• შარდის გამოყოფა დამხმარე საშუალებით: შარდმიმღები, ტუალეტის სკამი…
 აქვს თუ არა ტკივილები გამოყოფისას?
• ტკივილი შარდვისას
• ტკივილი კუჭის მოქმედებისას
 როგორია შარდი?
• გამჭვირვალე
• კრიალა
• ღია ფერის
• სისხლიანი
• მუქი
 როგორია შარდვა?
• ბუნებრივი
• უმტკივნეულო
• ნაკადური
• აქვს თუ არა წვა და როდის?
• ოლიგურია: დღე-ღამური შარდის რაოდენობა <500 მლ • ანურია: დღე-ღამური შარდის რაოდენობა <100 მლ • პოლიურია: დღე-ღამური შარდის რაოდენობა >2000 მლ
• ნიქტურია: მომატებული შარდვა ღამით
• პოლაკიურია: ხშირი შარდვა
 პაციენტს შეუკავებლობა აწუხებს?
• შარდის სუნი
• სველი და დასვრილი ტანსაცმელი
• სველი და დასვრილი თეთრეული
 როგორია კუჭის მოქმედება?
• ყოველდღიური, დღეში რამდენჯერმე
• ყოველ მეორე დღეს
• შეკავებული
• აქვს თუ არა პრობლემები სწორ ნაწლავში?
 აქვს თუ არა შებერილობა?
• დამოკიდებულია საკვებზე?
 როგორია განავალი?
• რბილი
• მაგარი
• თხევადი
• აქვს თუ არა სუნი? როგორი?
 აქვს თუ არა პაციენტს ღებინება?
• დღის რომელ მონაკვეთში
• სიხშირე
• რაოდენობა
• არის თუ არა დაკავშირებული კვებასთან
• კარდიალური დატვირთვა (გულთან თუ არის კავშირში?)
 აქვს თუ არა ზონდი და დრენაჟი?
• კუჭის ზონდი
• შარდის ბუშტის კათეტერი, სუპრაპუბური კათეტერი
• თორაქსის (გულმკერდის) დრენაჟი
• ჭრილობის დრენაჟი
• T ფორმის დრენაჟი და ა. შ.
 არის თუ არა გამოყოფა ნორმალური?
• 1500-2500 მლ შარდი
• 200-300 მლ. კუჭის ზონდიდან
 როგორია ოფლის გამოყოფა?
• მოჭარბებული სხეულის ზოგიერთი ნაწილიდან
• შემცირებული
 როგორია ნახველის გამოყოფა?
• რასთან არის კავშირში
• გაძნელებულია თუ არა ნახველის გამოყოფა?
• დაკვირვება – სუნი, ფერი, რაოდენობა და ა. შ.

მოძრაობა
 როგორი აღნაგობა აქვს პაციენტს?
• სუსტი – მაღალი, გამხდარი, თხელი, სწორი
• ძლიერი – დაბალი, ჩადგმული, სრული
 როგორ უჭირავს სხეული?
• სწორი, აღმართული, ესთეტიური
• მოხრილი, მოღრეცილი, დუნე, არასწორი
• გაშეშებული, დაძაბული, მოკრუნჩხული
• სუსტი, დაურწმუნებელი
 როგორია ტანის მოძრაობა?
• ჰარმონიული, გაცნობიერებული, ესთეტური
• მხნე, ბუნებრივი, სტერეოტიპული
• შეზღუდული, გაშეშებული, არაჰარმონიული
• არაკოორდინირებული, მოცახცახე
• შენელებული, შეზღუდული
• გადაჭარბებული, სპაზმური
 როგორ დადის?
• თანაბრად, წონასწორობის შენარჩუნებით, ნაბიჯებს ადგამს ნელა, შიშით
• არის თუ არა რომელიმე ფუნქცია შეზღუდული?
• ნორმალური მოძრაობა შესაძლებელია წინააღმდეგობის მიუხედავად
• შეუძლია სიმძიმის ძალის დაძლევა
• ძალა შემცირებულია
• ბუნებრივი მოძრაობა არ არსებობს (პარეზი, პლეგია)
 არის თუ არა მოძრაობა შეზღუდული?
• მსუბუქი, საშუალო, ძლიერი, ძალზე ძლიერი
• მაჯის, იდაყვის, მხრის, მენჯ-ბარძაყის, მუხლის, კოჭ-წვივის სახსრებში, ხერხემალზე – დარღვევა: მომხრელი და გამშლელი ფუნქციების
 რა გავლენას ახდენს შეზღუდვა ყოველდღიურ ცხოვრებისეულ საქმიანობებზე?
• საკუთარ თავს მარტო უვლის
• დამოკიდებულია დახმარებაზე
• მთლიანად სხვაზეა დამოკიდებული
 სამოძრაო აპარატის დაავადება
• რევმატიზმი
• პოდაგრა
• ართროზი
• დაზიანება და ა. შ.
 რა დამოკიდებულება აქვს მოძრაობასთან?
• მოძრაობს რეგულარულად
• რეგულარულად მისდევს სპორტს
• არ მოძრაობს, ზარმაცია და ა. შ.
 მოძრაობა შეზღუდულია
• ინვალიდობა
• თაბაშირი
• ნახვევი
• წოლა
• ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, აღარ მოძრაობს კომის, პლეგიის გამო
 საჭიროა თუ არა სიარულში დამხმარე საშუალებები?
• ჯოხი
• ყავარჯენი
• როლატორი და ა. შ.
 დატვირთულია თუ არა სხეულის რომელიმე ნაწილი პროფესიის ან სპორტის გამო?
• მუხლის სახსარი
• მაჯის სახსარი და ა. შ.
 რომელი პოზიციის დროს აქვს ჩივილები?
• დგომა
• ჯდომა
• სიარული
 აღინიშნება თუ არა შემდეგი სიმპტომები?
• ჩაკეტილი სახსარი
• ღრჭიალა სახსარი
• კვანძები
• დეფორმაციები
• სიწითლე
• გადახურება
• შეშუპება
• დაბუჟება
• ტკივილი მოძრაობისას
 არსებობს თუ არა რისკ-ფაქტორები?
• თრომბოზი
• ოპერაცია
• ორსულობა
• კოაგულაციის დარღვევა
• სითხის დაკარგვა
• მოძრაობის შეზღუდვა
 ნაწოლი
• კანის მდგომარეობა
• შარდის შეუკავებლობა
• განავლის შეუკავებლობა
• სისხლძარღვების შემავიწროებელი მედიკამენტები
• დაჭმუჭნული თეთრეული
• ფსიქიკური დარღვევა
 კონტრაქტურები
• დამწვრობა
• დამბლა
• იმობილიზაცია (გაუნძრევლად ყოფნა)

სუნთქვა
 სუნთქვის ტიპი
• პირით სუნთქვა
• ცხვირით სუნთქვა
• მუცლით სუნთქვა
• გულმკერდით სუნთქვა
• კუსმაული
• ბიოტი
• ჩეინ-სტოქსი
 სასუნთქი გზების ლორწოვანი დაუზიანებელია?
• მშრალი ენა
• ცხვირ-ხახის სიმშრალე
• მუდმივი სურდო
 ხმაურიანი სუნთქვის დროს
• სტვენა
• ხროტინი
 არის თუ არა სუნი სუნთქვის დროს?
• აცეტონის – დიაბეტი, შიმშილი
• ჩირქის – ბრონქოექტაზია
• მიწის – ღვიძლის დაავადებები
 როგორია სუნთქვა დატვირთვისას?
• სუნთქვის გაძნელება მსუბუქი/ძლიერი დატვირთვის დროს
• სუნთქვის გაძნელების სიხშირე
 ყლაპვის გაძნელება
• მიდრეკილება ასპირაციისაკენ
 არის თუ არა პაციენტი მწეველი?
• დამწყები მწეველი
• დიდი ხნის მწეველი
 აქვს თუ არა ფილტვების დაავადება?
• ასთმა
• პნევმონია
• ემფიზემა
• ფილტვების შეშუპება
• ბრონქოექტაზია
• ბრონქიტი
• ოპერაციები
• ფილტვის კარცინომა
 აქვს თუ არა პაციენტს ტკივილები?
• დამოკიდებულია სუნთქვაზე
• სტკივა მოსვენებულ მდგომარეობაშიც
 როგორ უჭირავს სხეული?
• მოხრილი
• შეუძლია თუ არა გულმკერდის გაშლა
 სეკრეციის ტრანსპორტირება
• ამოახველებს კარგად
• ახველებს არასაკმარისად
• გაჭედილი, წებოვანი ნახველი ბრონქებში და ა. შ.
 როგორია ემოციური მდგომარეობა?
• დეპრესიული
• ეიფორიული
• გაწონასწორებული
 როგორია ჰაერი (პაციენტის გარემოში)?
• ტემპერატურა
• ტენიანობა
• მავნე ნივთიერებების გავლენა
 როგორია სისხლის მიმოქცევა?
• წნევა, აჩქარებული პულსი
• კანის მომარაგება სისხლით
• კანის ფერი
• ცივი ოფლი
• ცვლილებები დატვირთვის დროს
 ახველებს თუ არა?
• სიხშირე
• მოხრჩობა
 ზედა სასუნთქი გზები:
• ინტუბაცია
• ტრაქეოსტომია
• ბრონქოსკოპია
• ოპერაცია და ა. შ.
 სჭირდება თუ არა პაციენტს სპეციალური დაწვენა?
• სხეულის ზედა ნაწილის მაღლა მდგომარეობა ბალიშებით (რამდენი ბალიში?)
• ხვეულა მუხლის ქვეშ
• მკლავის ზედა მდებარეობა

სხეულის ტემპერატურის რეგულირება
 სხეულის ტემპერატურა
• პაციენტს აქვს თუ არა კანი თბილი?
• კანი ყველგან კარგად მარაგდება თუ არა სისხლით და ყველგან თბილია?
• გაზომვის რა მეთოდი გამოიყენება? რექტალური, სუბლინგვური, აქსილარული, ვაგინალური
• აქვს თუ არა შესაბამისი თერმომეტრი?
• რა დროს უნდა გაიზომოს ტემპერატურა? (დამოკიდებულია მეთოდზე და თერმომეტრზე)
• როგორია სხეულის ტემპერატურა?
• როგორ ხდება განსხვავებული მეთოდების დოკუმენტირება და ერთმანეთისაგან გამოყოფა?
• შეიძლება თუ არა ამ მონაცემების შედარება?
 ცხელება
• აქვს თუ არა პაციენტს მომატებული ტემპერატურა?
• სუბფებრილური 37.1-დან 37.8-მდე
• გაზომვადი 37.9-დან 38.4-მდე
• მაღალი სიცხე 38.5-დან 40.0-მდე
• ძალიან მაღალი სიცხე 40.1 და ზევით
 რა ფაზაში იმყოფება პაციენტი?
• სიცხის მომატება
• მაღალი სიცხე
• სიცხის ვარდნა (კრიზისი, ლიზისი)
• აქვს თუ რა შემცივნება?
• როგორია სისხლის მიმოქცევა?
• საჭიროა თუ არა სიცხის დამწევი ღონისძიებების გატარება?
• როგორ უნდა მოხდეს პაციენტისათვის სიტუაციის გაადვილება?
 ოთახის ტემპერატურა
• არის თუ არა შესაფერისი ტემპერატურა, მაგ., მოვლითი საქმიანობისთვის?
• უზრუნველყოფილია აბაზანაში 230 – 260 ტემპერატურა?
• იყინება თუ ოფლიანობს პაციენტი?
 ტანსაცმელი
• ჩაცმულია თუ არა პაციენტი ტემპერატურის შესაბამისად?
 სურვილები/საჭიროებები
• სჭირდება თუ არა პაციენტს ღამე სიგრილე?
• სჭირდება თუ არა მეორე საბანი?

ძილი და სიფხიზლე
 ძილის მოთხოვნილება
• რამდენ ხანს უგრძელდება ძილი?
• დაცული არის თუ არა ძილის დრო?
• შუადღის ძილი არის თუ არა ჩვეულებრივი რიტუალი?
 ძილის რიტუალი
• იღებს თუ არა ძილის წინ საკვებს?
• ოთახის რა ტემპერატურას არის მიჩვეული პაციენტი?
• როდის წვება?
• როდის დგება?
• იღებს თუ არა რაიმე საძილე საშუალებებს?
 ძილის მიმდინარეობა
• აქვს თუ არა ძილის დეფიციტი (სუბიექტური მიზეზი)?
• ღამის განმავლობაში დიდხანს ღვიძავს თუ არა?
• დარღვეულია თუ არა ძილ-ღვიძილის რითმი?
 ძილის დარღვევის სახეები
• ჩაძინების გაძნელება
• უწყვეტი ძილის დეფიციტი
• ხშირი, ადრეული გაღვიძება?
• ნარკოლეფსია – ძილიანობის შეტევები; ეღვიძება მცირე დროით
 ძილის დარღვევის მიზეზები
• ფიზიკური: ტკივილები, დაავადება და ა. შ.
• შეგრძნებები: კონფლიქტი, სტრესი
• გარემო: ხმაური, კლიმატი
• სასუსნავები და სურვილები: კოფეინი, ალკოჰოლი, ნიკოტინი, ხილის წვენები
• მედიკამენტების მიღება
• კვება: ცხიმიანი და ბევრი საკვები
 „მკვდარი საათი“ – წოლა ლოგინში
• „მკაცრად დაცული სიმშვიდე“
• ღამე ტუალეტში გასვლის საშუალება
• მობილიზაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად
 ცნობიერების საფეხურები
• ნათელი
• გაბრუებული
• შეფერხებული
• სომნოლენტური
• კომატოზური
• ტკივილების არარსებობა
• არანაირი რეაქცია
 ნევროლოგიური დარღვევები
• შეგრძნებების დარღვევა
• მოტორიკა – პარეზი (დამბლა)
• ორიენტაციის უნარი
• უჭირს ფიქრი
• ლაპარაკობს ნელა
• ახსოვს ცოტა ხნის წინ მომხდარი ამბები
• ახსოვს დიდი ხნის წინ მომხდარი ამბები
• მოძრაობის კოორდინაცია
 წოლითი პოზიციები
• აუცილებელია თუ არა განსაზღვრული წოლითი პოზიცია?
 მომვლელის ამოცანები
• ძილის დარღვევის მიზეზების დადგენა და ანალიზი, ძილზე დაკვირვება
• ძილის დარღვევაზე გავლენის მქონე ფაქტორების ცოდნა
• ცნობიერების მდგომარეობაზე დაკვირვება
• აგზნებადობის ანალიზი
• დახმარება წოლითი პოზიციების დროს, დახმარება დაწვენაში
• ინტიმური სფეროს დაცვა, რამდენადაც ეს შესაძლებელია

უსაფრთხოებაზე ზრუნვა
 მომვლელის ამოცანები
• ჰიგიენის წესების დაცვა
• რისკ-ფაქტორების შეცნობა
• უსაფრთხო გარემოზე ზრუნვა
• ახსნა-განმარტებების მიცემა ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ
• მედიკამენტების დოზის, მიღების ფორმისა და მიღების დროის ცოდნა და კონტროლი
 გარემო პირობების გავლენა
• ჰაერის დაბინძურება
• მომწამვლელი ორთქლი
• ხმაური
 ინფექციის წყაროები
• ინფექციური დაავადება
• ჰაეროვანი გზა
• გამონაყოფი
• ჭრილობა
 იზოლაციის ღონისძიებები
• დაცვითი იზოლაცია
• კარანტინი (ცალკე ოთახი)
• მრავალსაწოლიანი ოთახი
 დეზინფექციის ღონისძიებები
• ოთახი
• გამონაყოფები
 რა უნდა გასტერილდეს და რას უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია?
• საწოლის თეთრეული
• ტანსაცმელი
• ჭურჭელი;
• საკვები პროდუქტები
• გამოყენებული ნივთები (წნევის აპარატი, წიგნები და ა. შ.)
 მედიკამენტების მიწოდება
• ზუსტი დრო
• დოზა, რაოდენობა
• სიხშირე
• მიწოდების ფორმა
 გვერდითი მოვლენები
• პირის ღრუს სიმშრალე
• ძილიანობა
• დიარეა
• ალერგიული რეაქციები
 საჭიროა თუ არა გარემოს სხვანაირად მოწყობა და რისკ-ფაქტორებზე მითითება?
• ბასრი, წვეტიანი ავეჯი
• სველი იატაკი
• წინაღობები
• ფეხსაცმელი
• ხალიჩა
• განათება
• მოაჯირი
 განსაკუთრებით საშიში რისკ-ფაქტორები
• დეზორიენტაცია, აშლილობა, აღგზნებადობა
• მოუსვენრობა
• მხედველობის დაქვეითება
• სმენის დაკარგვა
• დარღვევები სიარულის დროს
• მიდრეკილება კრუნჩხვებისაკენ

კომუნიკაცია
 კომუნიკაციისა და ინტერაქციის საშუალებები
• როგორ მყარდება კონტაქტი?
• კომუნიკაციის რა სტილი აქვს პაციენტს?
• თავის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან იქცევა თუ არა განსხვავებულად?
• არის თუ არა ყურადღებამისაქცევი სქესთან დაკავშირებული სპეციფიკური განსხვავებები?
• იგრძნობა თუ არა დაურწმუნებლობა მის საუბარში?
• შეუძლია თუ არა სურვილების გამოხატვა?
• შეუძლია თუ არა სურვილების განხორციელება/დაცვა?
• აქვს თუ არა საკუთარი აზრი? შეუძლია მისი გახორციელება?
• შეუძლია თუ არა კრიტიკის ატანა? აქვს თუ არა პრობლემა კრიტიკასთან?
• თვითონ როგორ აკრიტიკებს?
• აძლევს თუ არა სხვას მანიპულირების უფლებას?
• მერყევია თუ არა?
• მანიპულირებს თუ არა თავისი ოჯახის წევრებთან?
 ენა/საუბარი
• გლობალური აფაზია
• მოტორული აფაზია
• ენას უკიდებს/ენაბლუობა
• სენსორული აფაზია
• საუბრის რიტმის/მელოდიის დარღვევა
• დარღვევები წინადადების აგებისას, გრამატიკული დარღვევები
• როგორია ხმა?
• შეუძლია თუ არა წერა-კითხვა?
 შეზღუდვები აღქმაში
• სახის გამომეტყველების შეზღუდვა
• მხედველობაში
• სმენაში
 კომუნიკაციის დარღვევები:
• სად აღენიშნება დარღვევები?
• როგორ გამოხატავს აზრს?
• არსებობს თუ არა წინაპირობა, რომელიც მიუთითებს ინტერაქციის დარღვევებზე?
• რა არის კომუნიკაციის დარღვევის მიზეზი?
• ეს მიზეზები არსებობს ზოგადად თუ არსებობს გარკვეულ პირებთან?
 აქვს თუ არა პაციენტს სოციალური კონტაქტები?
• გაურბის ჯგუფურ კონტაქტს?
• უკან იხევს, გაურბის ცალკეულ კონტაქტს?

დასაქმება
 მომვლელის ამოცანები
• ამ სფეროს პრობლემების შეცნობა და გააზრება
• გარემოს მოწყობა
• დახმარება დროის ინდივიდუალური სტრუქტურის შემუშავებაში
• ფიზიკური, გონებრივი და სულიერი განწყობა
• ყურადღების გადატანა, განტვირთვა, თამაში/გართობა
• მორგებისა და დაძლევის სტრატეგიის განვითარება და განხორციელება
 ცხოვრების მოწყობა
• როგორ აქვს პაციენტს ცხოვრება მოწყობილი, დაგეგმილი?
• რა ჩვევები აქვს პაციენტს?
• რა პერსპექტივები აქვს მომავალში?
• რომელი შეხედულებები ახდენენ გავლენას მის ცხოვრებაზე?
• სად არის პაციენტი შეზღუდული ამ სფეროში თავისი დაავადების გამო?
• შეიძლება თუ არა ამ შეზღუდვების კონპენსირება?
 საცხოვრებელი
• როგორ აქვს საცხოვრებელი მოწყობილი?
• აქვს თუ არა საკუთარი ბინა ან ოთახი?
• ჰყავს თუ არა სამეგობრო წრე?
• როგორია მისი სოციალური კონტაქტები?
 თავისუფალი დროის დაგეგმვა
• რა საქმიანობების განხორციელება სურს პაციენტს თავისუფალ დროს?
• გეგმავს ის წინასწარ საქმიანობას თუ მინდობილია შემთხვევებზე?
• აქვს თუ არა პასიური დამოკიდებულება თავისუფალი დროის დაგეგმვასთან?
• პაციენტის ჰობი
• შეუძლია თუ არა მარტო საქმიანობა თუ სჭირდება დახმარება?
• არის თუ არა მოწყენილი?
 სამსახური
• აქვს თუ არა პაციენტს სამსახური?
• არის თუ არა კმაყოფილი?
• აქვს თუ არა სამსახურის დაკარგვის შიში სავადმყოფოში დაწოლის გამო?
 აქტიურობა და პასიურობა
• შეუძლია თუ არა პაციენტს განტვირთვა?
• იყენებს თუ არა შესვენებებს?
• რას საქმიანობს სიამოვნებით?
• როგორ შეიძლება პაციენტის მოტივირება?
• რა უღვიძებს ინტერესს?
• როგორ იქცევა სტრესული სიტუაციის დროს?
 დრო
• როგორი რიტმი აქვს პაციენტს დღის განმავლობაში?
• ორიენტირებს თუ არა დროში?
• აქვს თუ არა დროის შეგრძნება?

აზრის პოვნა
მომვლელის ამოცანები
მომვლელის ამოცანა მდგომარეობს შესაძლებლობის ჩვენებაში, რომელიც დადებითად განაწყობს ადამიანს და ეხმარება სულიერად. ეს შეიძლება იყოს რწმენა უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტისათვის; ეს არის ტკივილის დაძლევის გზის პოვნა; ეს შეიძლება იყოს დახმარება, ისწავლო ტკივილთან ერთად ცხოვრება.
 ჩვევები
• რელიგიური ცხოვრება
• წირვა-ლოცვაზე დასწრება
• კონტაქტი მოძღვართან
• კონტაქტი მეურვესთან/პასუხისმგებელ პირთან
 აქვს თუ არა პაციენტს ინფორმაცია?
• სტუმრების მოსვლის წესის შესახებ
• წირვა-ლოცვის ჩატარების შესახებ
• კიდევ რა დახმარების/რესურსების გამოყენება შეუძლია პაციენტს?
 აქვს თუ არა პაციენტს სრული ინფორმაცია თავისი დაავადების შესახებ?
• იცის თუ არა მან მოსალოდნელი პროგნოზის შესახებ?
• ინფორმირებულები არიან მხოლოდ უახლოესი ადამიანები
• პაციენტს არ სურს მიიღოს ინფორმაცია
 შეუძლია თუ არა პაციენტს თავისი გრძნობებისა და შიშების გამოხატვა?
• გამოხატავს თუ არა ის თავის გრძნობებსა და შიშებს უახლოესი ადამიანების თანდასწრებით?
• გამოხატავს თუ არა თავის გრძნობებსა და შიშებს არსებული სიტუაციისაგან დამოუკიდებლად?
• არ აქვს რეაქცია და თავიდან იცილებს კონტაქტს
 როგორ მიიღო პაციენტმა ცნობა მოახლოებული სიკვდილის შესახებ?
• იზოლირებულია და თავის თავში ჩაკეტილი
• ჩავარდა დეპრესიაში
• გამოხატავს აგრესიას სხვა ადამიანების მიმართ
• მიიღო მშვიდად და სურს რამდენიმე საკითხის მოგვარება
 აქვს თუ არა რაიმე განსაკუთრებული სურვილები ბოლო ფაზაში?
• უახლოესი ადამიანების ჩართვა
• სასურველი კონტაქტების დამყარება
• წიგნების წაკითხვა
• სასურველი მუსიკის მოსმენა
 აქვს თუ არა პაციენტს ტკივილები?
• სახსრების ქრონიკული ტკივილები
• კუნთების ქრონიკული ტკივილები, დაჭიმვები
• ქრონიკული ტკივილები
• მწვავე ტკივილები
• სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ტკივილები (მაგ., ამინდის ცვლილებებით)
 თანმხლები მოვლენები
• მოძრაობის შეზღუდვა
• სუნთქვის გაძნელება
• მიდრეკილება შეკრულობისაკენ
 საჭიროებს თუ არა გამაყუჩებელს?
• საჭიროების დროს
• რეგულარულად
• საჭიროებს ტკივილის თერაპიას

თავი იგრძნო ქალად, კაცად
 სურვილები
• რა წარმოდგენები აკავშირებს პაციენტს სექსუალობასთან?
• რა ადგილი უკავია სექსუალობას მის ცხოვრებაში?
• ლაპარაკობს თუ არა ხშირად სექსუალობაზე?
• აქვს თუ არა პრობლემები თავის მეუღლესთან?
• შეუძლია თავის პრობლემებზე საუბარი?
• უკავშირებს თუ არა პაციენტი მოვლით საქმიანობებს სექსუალობას?
• ჰყავს თუ არა პაციენტს მეუღლე?
• აქვს თუ არა სექსუალობა შეზღუდული დაავადების გამო?
• ნერვიულობს თუ არა პაციენტი ამის გამო?
 ინტიმური სფერო
• არის თუ არა პაციენტი მორცხვი?
• არის თუ არა უსიამოვნო პაციენტისათვის ინტიმური სფეროს მოვლა?
• რა შეგრძნებები უჩნდება ამ დროს?
• როგორ შეიძლება პაციენტის დახმარება ინტიმური ადგილების მოვლისას?
• უთქვამს თუ არა უარი რომელიმე მომვლელის მიერ დაბანაზე?
• სულერთია პაციენტისათვის, მომვლელი ქალი იქნება თუ კაცი?
• ხომ არ გრძნობს პაციენტი თავს უფრო მშვიდად, თუ მისი სქესის მომვლელი დაბანს?
 კონტაქტი სხეულთან
• აღიქვამს თუ არა პაციენტი უსიამოვნოდ მომვლელთან სხეულის კონტაქტს?
• შეუძლია თუ არა პაციენტს შეხების ატანა?
• როგორ აღიქვამს ამ შეხებას?
 სქესის იდენტიფიკაცია
• ახდენს თუ არა პაციენტი თავის სქესთან იდენტიფიკაციას?
• აღიქვამს თუ არა თავს ქალად/მამაკაცად?
 სქესის სტერეოტიპები
• ნაპოვნი აქვს თუ არა პაციენტს თავისი როლი საზოგადოებაში, როგორც ქალს/კაცს?
• რა როლი აიღო თავის თავზე?
 ინტერაქცია მომვლელსა და პაციენტს შორის
• დაძაბულია თუ არა ინტერაქცია განსხვავებული სქესის გამო?
• უშლის თუ არა ხელს ურთიერთობას მომვლელსა და პაციენტს შორის სექსუალობა?

მსგავსი ამბები

ხშირად დასმული კითხვები

https://www.youtube.com/watch?v=v7ZTrbtsrS0 ხშირად დასმული კითხვები მოვლასთან დაკავშირებით 1. როგორ უნდა მოვაწყოთ პაციენტის ოთახი სახლის პირობებში? საწოლი უნდა იდგეს ნათელ,...

ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობები

ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობები • გულისხმობს აქტივობებს შემდეგ სფეროებში: ურთიერთობა; მოძრაობა; სხეულის მოვლა; სასიცოცხლო ფუნქციების ხელშეწყობა; ჭამა-სმა; გამოყოფა;...

რა ნიშნავს მოვლა?

https://www.youtube.com/watch?v=GdoN_FbJyog მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ... მოვლა ნიშნავს დახმარებას, დაცვას, ზრუნვას, მოქმედებას, მოტივირებას,...

რას ვაკვირდებით მოსავლელ პაციენტთან

https://www.youtube.com/watch?v=Qy7dnJGpwhM საერთო დაკვირვება: • ცხოვრების პირობები • რეაქცია • ცნობიერება • გუნება-განწყობა • სულიერი მდგომარეობა • სიარული • სხეულის დაჭერა შემდეგ ვიკვლევთ: კანი • როგორია? – თბილი თუ ცივი, მშრალი თუ სველი,...

მოვლის მსოფლიო ისტორია

ზრუნვა სხვებზე და მზადყოფნა მათ დასახმარებლად ადამიანთა მოდგმის მნიშვნელოვანი თვისებაა. პირველყოფილი ადამიანები ერთმანეთს ყოველთვის...