რას ვაკვირდებით მოსავლელ პაციენტთან

საერთო დაკვირვება:
• ცხოვრების პირობები
• რეაქცია
• ცნობიერება
• გუნება-განწყობა
• სულიერი მდგომარეობა
• სიარული
• სხეულის დაჭერა

შემდეგ ვიკვლევთ:
კანი
• როგორია? – თბილი თუ ცივი, მშრალი თუ სველი, აქერცლილი, ცხიმიანი, პატარა თუ დიდფორებიანი. არის თუ არა სისხლჩაქცევა, სიწითლე? როგორია გამონაყარი – დიდი, პატარა, არათანაბარი? რა ფერია – ყვითელი, ლაქებიანი, ციანოზური, ყავისფერი, წითელი, რუხი?
ყურები
• არის თუ არა მგრძნობიარე ხელის დაჭერაზე? სისხლმდენი, ჩირქმდენი, შეშუპებული ხომ არაა?
• სმენა: კარგია? უარესდება? ისმის შუილი, ხმაური, სტვენა?
ცხვირი
• არის თუ არა გამონადენი? გაჭედილი? ფერი როგორია – გაწითლებული თუ თეთრი? სისხლმდენია?
• ყნოსვა: ცუდია თუ კარგი?
თვალები
• რა ფერია? რა ფორმის? არის ტკივილი? შეშუპება? ცრემლდენა? ლორწოვანება? სისხლჩაქცევები? სიწითლე? ღოგორია სინათლეზე მგრძნობელობა?
• როგორია გუგები – დიდი, Pპატარა, არათანაბარი, ყვითელი, ლაქებიანი?
სასუნთქი ორგანოები (ფილტვები, ბრონქები…)
• რა სიმპტომები აქვს პაციენტს – ხველა, სიცხე, ნახველი, გაძნელებული სუნთქვა, სპაზმი, მოხრჩობა?
ენა, პირი, ხახა
• ხომ არ არის მტკივნეული? შელესილი? გამომშრალი? გაწითლებული? სუნიანი? ლაქები ან ნადები ხომ არ აღენიშნება ლორწოვანზე?
საჭმლის მომნელებელი ორგანოები (კუჭი, ნაწლავები…)
• აქვს სუნი პირიდან? რა აწუხებს – გულისრევა, ღებინება, უმადობა, წყურვილი, შებერილობა, გაზები, ფაღარათი, შეკრულობა?

გამოყოფის ორგანოები (თირკმელები, შარდის ბუშტი)
• რა სიმპტომებია თვალშისაცემი – წვა შარდვის დროს, არანორმალურად ხშირი შარდვა, ძალზე იშვიათი ან მცირე შარდვა? (განსაკუთრებით ღამით)
ტკივილები
• ადგილი
• ინტენსიურობა
• სიხშირე
• ხანგრძლივობა
• დრო
• როგორი ხასიათისაა ტკივილი – მჭრელი, სპაზმური, ნელი, უეცარი, ხანგრძლივი?

საჭიროების დროს უფრო დეტალურად ვიკვლევთ:
1. ზოგადი შთაბეჭდილება ავადმყოფი ადამიანის შესახებ – დაკვირვება იმაზე, როგორ იქცევა და როგორ გამოიყურება:
• სხეულის ზომები
• ნაკვებობა
• სხეულის ფლობა
• საწოლში მდებარეობა
• სიარული
• ჟესტიკულაცია
• სახის გამომეტყველება
• მიმიკა
• ხმა
• მეტყველება
2. დაკვირვება კანსა და კანის დანამატ ორგანოებზე
• აგებულება
• ფერი
• მდგომარეობა
• ცვლილებები
• თმა, ფრჩხილები
• ენა
3. დაკვირვება პულსზე
• პულსის შეგრძნება
• პულსის შეფასება – სიხშირე, რიტმი, ხარისხი
4. დაკვირვება სუნთქვაზე
• სუნთქვის სიხშირე
• სუნთქვის ხარისხი
• რიტმი

5. დაკვირვება სხეულის ტემპერატურაზე
• სიცხე
• სიცხის გაზომვა
• სიცხის მომატება, დაცემა, ტიპები
• სიცხის დროს ობიექტური და სუბიექტური მაჩვენებლები
6. დაკვირვება სხეულის გამონაყოფებზე
• შარდი
• განავალი
• ნახველი
• პირნაღები მასა
• ოფლი
7. დაკვირვება სხეულის წონასა და სიმაღლეზე
• წონა და ნაკვებობა
• სიმაღლე
8. დაკვირვება მადაზე
• უმადობა
• მადის ავადმყოფური მომატება
9. დაკვირვება ძილზე
• ფაზები
• დარღვევები
10. დაკვირვება სუნზე
• სისტემების მიხედვით
• სუნის დიფერენცირება
11. დაკვირვება ტკივილზე
• ტკივილის სკალა
• მახასიათებლები
12. დაკვირვება ცნობიერებაზე
• დარღვევები
• უგონო მდგომარეობა
13. დაკვირვება მოძრაობაზე
• მოძრაობის შესაძლებლობა
• სიმეტრიულად მოძრაობის შესაძლებლობა
• წონასწორობაში ყოფნა
– ტანის მოძრაობა
– ტანის წინ გადახრა
– ტანის უკან გადახრა
– ტანის გვერდზე გადახრა
– ტანის მობრუნება
• კიდურების მოძრაობის შესაძლებლობა
– ფეხების, ფეხის თითების
– მკლავების, ხელების, ხელის თითების
• თავის მოძრაობის შესაძლებლობა
– თავის წინ გადახრა
– თავის უკან გადახრა
– თავის გვერდზე მობრუნება
• სახის მოძრაობის შესაძლებლობა
– თვალების მოძრაობა
– შუბლის მუსკულატურის მოძრაობა
– ლოყების მუსკულატურის მოძრაობა
• პირის და ხახის მოძრაობის შესაძლებლობა
– ტუჩების მოძრაობა
– ყბის მოძრაობა
– ენის მოძრაობა
– ხახის მოძრაობა
• საწოლში მოძრაობის შესაძლებლობა
– დაწოლა/წოლა
– დაჯდომა/ჯდომა
– მობრუნება/წოლა/მოთავსება
– საწოლიდან ადგომის შესაძლებლობა
– საწოლში ჩაწოლის შესაძლებლობა
• საწოლის გარეთ მოძრაობის შესაძლებლობა
– სკამზე დაჯდომა/ჯდომა
– სკამიდან ადგომა
– სახლში მოძრაობის შესაძლებლობა
– ოთახში მოძრაობა
– ბინაში მოძრაობა
– აბაზანაში მოძრაობა
– ტუალეტში მოძრაობა
– კიბეებზე ასვლა-ჩასვლა
• სახლის გარეთ მოძრაობის შესაძლებლობა
– კიბეებზე ასვლა-ჩასვლა
– ქუჩაში სიარული
– შორ მანძილზე გადაადგილების საშუალება
• ჩაცმა-გახდა
– ტანსაცმლის ჩაცმა-გახდა
– ფეხსაცმლის ჩაცმა-გახდა
– პროთეზების გაკეთება-მოხსნა
– აქსესუარების გაკეთება-მოხსნა

მსგავსი ამბები

ხშირად დასმული კითხვები

https://www.youtube.com/watch?v=v7ZTrbtsrS0 ხშირად დასმული კითხვები მოვლასთან დაკავშირებით 1. როგორ უნდა მოვაწყოთ პაციენტის ოთახი სახლის პირობებში? საწოლი უნდა იდგეს ნათელ,...

ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობები

ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობები • გულისხმობს აქტივობებს შემდეგ სფეროებში: ურთიერთობა; მოძრაობა; სხეულის მოვლა; სასიცოცხლო ფუნქციების ხელშეწყობა; ჭამა-სმა; გამოყოფა;...

რა ნიშნავს მოვლა?

https://www.youtube.com/watch?v=GdoN_FbJyog მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ... მოვლა ნიშნავს დახმარებას, დაცვას, ზრუნვას, მოქმედებას, მოტივირებას,...

რას ვაკვირდებით მოსავლელ პაციენტთან

https://www.youtube.com/watch?v=Qy7dnJGpwhM საერთო დაკვირვება: • ცხოვრების პირობები • რეაქცია • ცნობიერება • გუნება-განწყობა • სულიერი მდგომარეობა • სიარული • სხეულის დაჭერა შემდეგ ვიკვლევთ: კანი • როგორია? – თბილი თუ ცივი, მშრალი თუ სველი,...

მოვლის მსოფლიო ისტორია

ზრუნვა სხვებზე და მზადყოფნა მათ დასახმარებლად ადამიანთა მოდგმის მნიშვნელოვანი თვისებაა. პირველყოფილი ადამიანები ერთმანეთს ყოველთვის...