დაბანა და სხეულის მოვლა

დაბანა და სხეულის მოვლა

რა არის საჭირო?
1. დროის სწორად შერჩევა;
2. ინდივიდუალური მოთხოვნილებების გათვალისწინება;
3. ინტიმური სფეროს დაცვა;
4. საუბრისათვის მზადყოფნა;
5. გააქტიურება.

1. როდის?
– დილას?
– საღამოს?
– ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ?
– კვირის რომელ დღეს?
– როდის გრძნობს თავს უფრო კარგად?
– დამამშვიდებელი დაბანა ხორციელდება თუ გამაცოცხლებელი?

2. ინდივიდუალური სურვილების გათვალისწინება
– რა რესურსები გაგვაჩნია?
– რა მიზნებს უნდა მივაღწიოთ?
– რომელ მიზნებს აქვს პრიორიტეტი?
– რა საშუალებით უნდა მივაღწიოთ მიზნებს?
– რას შეუძლია მოუტანოს დამოუკიდებლობა პაციენტს?
– რა ჩვევები უნდა შევინარჩუნოთ?

3. ინტიმური სფეროს დაცვა
– ინტიმური სფეროს პატივისცემა;
– გამოვნახოთ საშუალება, რათა პაციენტი ინტიმური სფეროს მოვლაზე დავიყოლიოთ;
– სასურველია, დაფარული იყოს ის ადგილები, რომლებსაც იმ დროს არ ვეხებით (არ ვუვლით);
– გამოვიჩინოთ მეტი მოთმინება, თუ პაციენტი მოვლაზე უარს ამბობს;
– თუ შესაძლებელია, თავად პაციენტი დავიხმაროთ მოვლის პროცესში (მაქსიმალურად გამოვიყენოთ მისი რესურსები);
– შესაძლებელია ამ პროცესში ოჯახის წევრების ჩართვაც (თუ პაციენტს მაინც აქვს მარტოობის, უცხოობის შეგრძნება).

4. საუბრისათვის მზადყოფნა
– პაციენტი უნდა გრძნობდეს, რომ იმ დროს თქვენი საზრუნავი და ყურადღებამისაქცევი არის სწორედ ის;
– პაციენტს უნდა აგრძნობინოთ, რომ მისი საუბარი თქვენთვის სულერთი არაა;
– აუცილებელია, მოვუსმინოთ ყურადღებით, თუნდაც ეს საინტერესო არ იყოს;
– საუბრის ფორმა უნდა იყოს დიალოგი (და არა მონოლოგი). ეს ფორმა შენარჩუნებული უნდა იყოს მოვლის ნებისმიერი პროცედურის დროს;
– პაციენტს არ უნდა შევაწყვეტინოთ საუბარი, თუნდაც ის არაფრისმომცემი იყოს. მან უნდა იგრძნოს, რომ თქვენ მას ყურადღებით უსმენთ და ის თქვენთვის მნიშვნელოვანია.

5. გააქტიურება
– პაციენტის ნაბიჯ-ნაბიჯ წაყვანა დამოუკიდებლობისკენ, მაგ., ვარჯიში, საქმიანობები.

რას ვითვალისწინებთ სხეულის მოვლის დაგეგმვისას:

• პაციენტის ჩვეულებები:
– საქმიანობები, დღის რომელ მონაკვეთში;
– სუნამო, დეზოდორი, საპონი, სახის კრემი, მაკიაჟი, საპარსი წყალი;
– შხაპის მიღება თუ აბაზანა;
– წყლის ტემპერატურა (ცხელი ან ნელთბილი);
– თავის დაბანა ყოველდღიურად ან სხვა ინტერვალით.
• ტანსაცმელი:
– აქვს თუ არა შესაფერისი ტანსაცმელი;
– საჭიროა თუ არა ტანსაცმელი.
• მობილიზაცია, დაწვენა:
– მობილურია თუ არა პაციენტი;
– მოძრაობის არეალი (ოთახი, დერეფანი, ეზო);
– სჭირდება თუ არა დაწვენისას დახმარება (ხერხემლის დაზიანების დროს);
– წევს თუ არა მუდმივად საწოლში (დანიშნულების მიხედვით, იძულებით წოლა).
• საქმიანობები:
– აქტიურია, ფხიზელია თუ არა;
– აქტიურდება თუ არა მითითების ან დახმარების შედეგად;
– დეზორიენტირებულია თუ არა (ფსიქიკური აშლილობა);
– არის თუ არა უგონო მდგომარეობაში.
• კანის მდგომარეობა:
– ჯანმრთელია თუ არა კანი;
– არის თუ არა კანის მცირედი დაზიანებები (სოკოვანი დაავადება, ჭრილობა);
– გენერალიზებული დაავადება ნეიროდერმიტი;
– დაზიანებული კანი სიცხის ან შეუკავებლობის დროს (არის თუ არა შეწითლება ან ნასიცხი);
– კანის სისხლით მომარაგების დარღვევა.
• პროთეზები და დამხმარე საშუალებები:
– იყენებს თუ არა რაიმე პროთეზს;
– იყენებს თუ არა სასმენ აპარატს;
– სათვალე, კონტაქტური ლინზები;
– აქვს თუ არა თვალის პროთეზი;
– აქვს თუ არა კიდურების პროთეზი.
• შეუკავებლობა:
– შარდისა და განავლის შეუკავებლობა;
– გამოყენებული მასალა (პამპერსი, საფენი);
– რა სახის კათეტერია ჩაყენებული (ტრანსურეთრალური, სუპრაპუბური).
• საყურადღებო საკითხები:
– საჭიროა პაციენტის დამშვიდება ან გააქტიურება;
– მოვახდინოთ თუ არა სხეულის მოვლის შეთავსება სხვადასხვა საქმიანობებთან.

სხეულის მოვლის მეთოდები
1. სხეულის მთლიანი დაბანა საწოლში;
2. დახმარება საწოლში სხეულის მოვლის დროს;
3. სხეულის დაბანა ნიჟარასთან;
4. შხაპის მიღება;
5. აბაზანის მიღება.

სხეულის მოვლის გეგმის შედგენა
1. პაციენტის მობილიზაცია ნიჟარისაკენ, სხეულის მოსავლელად.
2. ფეხების დაბანა, თრომბოზების პროფილაქტიკის ჩატარება;
3. საწოლის თეთრეულის გამოცვლა;
4. საწოლში დაბანა;
5. სხეულის მოვლა და შეზელვა;
6. ავადმყოფზე დაკვირვება;
7. სახვევის გამოცვლა.

შ ე ფ ა ს ე ბ ა
• პაციენტის ჩვეულებები:
– დაბანა
– დაბანა საწოლში ან საწოლის კიდეზე
– დაბანა ნიჟარასთან
– შხაპი
– აბაზანა (აბაზანის მიღებაც და აბაზანაში დაბანაც)
• რომელ საშუალებას იყენებს პაციენტი:
– დასაბანად
– კანის მოსავლელად
– კბილებისა და პირის ღრუს მოსავლელად (პროთეზიც)
– თმის მოსავლელად
• აქვს თუ არა პაციენტს ყველაფერი:
– კი
– არა
• აქვს თუ არა პაციენტს უფლება წამოდგეს დასაბანად ან უნდა დარჩეს საწოლში (ექიმთან შეთანხმებით):
– საწოლის კიდეზე
– სხეულის ზედა ნაწილის წამოწევით (ფუნქციური საწოლი)
– ჰორიზონტალურ მდგომარეობაში
• რამდენად დამოუკიდებელია პაციენტი:
– რაში სჭირდება მას დახმარება
– რის გაკეთება უნდა მას
• რა მდგომარეობაშია:
– კანი
– თმა
– ფრჩხილები
– ყურები
– პირის ღრუს ლორწოვანი
– ენა, ღრძილები, კბილები, ტუჩები
– ცხვირი
– ინტიმური და ანალური მიდამოები
• არსებობს თუ არა ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც საჭიროს ხდის სპეციალურ მოვლით ღონისძიებებს (მოძრაობის შეზღუდვა, კონტრაქტურები, ცუდი მხედველობა, შარდის ან განავლის შეუკავებლობა, შარდის ბუშტის კათეტერი, ნაწოლი, აგზნებადობა/ცნობიერების დარღვევა).

პაციენტის მთლიანი და ნაწილობრივი დაბანის პრინციპები

დაბანის დროს:
პაციენტის ჩვეულებები დადგენილია და ჩაწერილია მოვლის გეგმაში, ამ პროცედურის განხორციელების წინ აუცილებლად უნდა შემოწმდეს, არის თუ არა რაიმე მითითება.
1. სამუშაო ადგილის მომზადება (დამოკიდებულია იმ პროცედურაზე, რაც უნდა ჩავატაროთ): ზედმეტი ნივთები დროებით უნდა იქნეს მოცილებული. ოთახის ტემპერატურა შეძლებისდაგვარად მიახლოებული ოპტიმალურ ტემპერატურასთან და პროცედურის შესაბამისი. ამასთან, უნდა ვივარაუდოთ შესაძლო გართულებები, თავიდან ავირიდოთ ორპირი ქარი, შეძლებისდაგვარად, უნდა მოვახდინოთ იზოლაცია.
2. მასალის მომზადება: უნდა მოვიმარაგოთ ყველაფერი, რაც შეიძლება დაგვჭირდეს. გასათვალისწინებელია ის, რომ დაბანის დროს არ მოგვიწიოს პროცედურის შეჩერება. თუ საეჭვოა ექსტრემალური სიტუაციის შექმნა, ესეც უნდა იყოს გათვალისწინებული.
3. პროცედურის ჩატარება.
4. დასუფთავება: პროცედურის ჩამთავრების შემდეგ, დამთავრებულია მანიპულაციები. გამოყენებული მასალა ისე უნდა დავამუშაოთ, რომ გადაყრის დროს გარემოს დაბინძურება არ მოხდეს.
5. ხარისხის უზრუნველყოფა: უნდა განვსაზღვროთ ჩვენს მიერ ჩატარებული პროცედურის ხარისხი, რომელიც განისაზღვრება პაციენტის მდგომარეობით (მაგ.: დაბანის შემდეგ მოსვენება, კარგ ხასიათზე დადგომა).
6. საყურადღებოა! რისკ-ფაქტორები და საფრთხეები, მაგ.: მთლიანი დაბანის დროს საფრთხილოა სასიცოცხლო მაჩვენებლები. სიგამხდრის დროს (ან ნებისმიერ სხვა შემთხვევაში) შემშრალება უნდა მოხდეს პირსახოცის დადებით (და არა გასმითი მოძრაობით). დასაშვებია ასევე ფენის გამოყენება.

ინტიმური სფეროს მოვლა – გასათვალისწინებელია სქესი, მიმართულება (ზემოდან ქვემოთ), ქალისა და მამაკაცის ინტიმური სფეროს მოვლის ნიუანსები, მასალის თავისებურება. რა ეროვნების ან აღმსარებლობისაა პაციენტი და აქვს თუ არა ამას მისი სხეულის მოვლაზე გავლენა?

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...