ჯანსაღი დაბერება

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) განმარტებით, ჯანსაღი დაბერება არის ფუნქციური შესაძლებლობების განვითარება და შენარჩუნება, რაც განაპირობებს კეთილდღეობას ხანდაზმულ ასაკში.

ჯანმოს მიერ ჯანსაღი დაბერება განისაზღვრა, როგორც ძირითადი ფოკუსი მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების გლობალური პროცესის მიმართ 2015-2030 წლების პერიოდში.

კაცობრიობის სიცოცხლის ხანგრძლივობა საგრძნობლად გაიზარდა მთელ მსოფლიოში და, მედიცინის თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით, კიდევ მეტი ზრდაა მოსალოდნელი. 2050 წლისთვის 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანების წილი განვითარებულ ქვეყნებში მიაღწევს 33%-ს, ხოლო განვითარებად ქვეყნებში 20%-ს.

ჯანმრთელობისა და კარგად ყოფნის განსაზღვრება შეიცვალა სიცოცხლის გაზრდილი ხანგრძლივობის მოლოდინთან დაკავშირებით. გულის დაავადებები, სიმსივნეები, ინსულტი გახდა სიკვდილის წამყვანი მიზეზი მაშინ, როცა ინფექციით გარდაცვალების რისკი მნიშვნელოვნად შემცირდა. ხანდაზმულ ასაკში ქრონიკული დაავადებების რისკი გაიზარდა ისე, რომ ხანდაზმულების 80% აქვს, სულ მცირე, ერთი ქრონიკული სნეულება, ხოლო 50%-ს, სულ მცირე, ორი. გერიატრიული სინდრომები (კოგნიტური გაუარესება, დაცემა, შეუკავებლობა, მხედველობის და სმენის გაუარესება, სხეულის მასის დაბალი ინდექსი, თავბრუ) პირდაპირ არის დაკავშირებული დამოკიდებულების ხარისხთან ყოველდღიურ აქტივობაში.

ფუნქციების გაუარესება და დამოუკიდებლობის დაკარგვა არ არის დაბერების გარდაუვალი შედეგი. დღევანდელი მეცნიერების მიღწევები იძლევა საშუალებას, უზრუნველვყოთ სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა და საუკეთესო ხარისხი.

 

ხანდაზმულებზე ზრუნვის მიზნები

ხანდაზმულებში ფიზიოლოგიური და ფუნქციური სტატუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება, რის გამოც პროფილაქტიკური და სამკურნალო ზომების შესახებ გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა იქნეს მიღებული. მარტო ასაკი არ არის გადამწყვეტი სხვადასხვა ჩარევისთვის, ყველა ზომა უნდა იქნეს მიმართული ფუნქციის შესანარჩუნებლად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ხანდაზმულებზე ზრუნვის ფარგლებში გამოყოფენ ხანმოკლე, საშუალო და გრძელვადიან მიზნებს.

ხანმოკლე მიზნები გათვლილია უკვე არსებული საჭიროებების მოგვარებაზე, ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობის აღდგენაზე. ის შეიძლება ფოკუსირებული იყოს პაციენტის სიცოცხლის ბოლო პერიოდზე და მოიცავს შემდეგს:

  • სიმპტომების მართვა;
  • ზრუნვის კოორდინირება;
  • უსაფრთხოება;
  • საცხოვრებელი გარემოს შეფასება.

საშუალო ხანგრძლივობაში იგულისხმება ხანდაზმულის საჭიროებები მომდევნო 5 წლის განმავლობაში.

  • პრევენციული ღონისძიებები;
  • დაავადების მართვა;
  • ფსიქოლოგიური საკითხები;
  • ავადობასთან დაკავშირებული ფიქრების, შეგრძნებების და ქმედებების მართვა.

გრძელვადიანი მიზნები გათვლილია ჯანმრთელ ხანდაზმულებზე, რომლებიც ფუნქციონირებენ სრულყოფილად.

  • გეგმა უნდა შედგეს და განხორციელდეს მგომარეობის თანდათან გაუარესების დროს.

ცხოვრების მოსალოდნელი ხანგრძლივობის მიახლოებითი განსაზღვრა, რაც დაფუძნებულია ჯანმრთელობასა და ადამიანის ფუნქციურ მდგომარეობაზე, შესაძლებლობას აძლევს პაციენტსაც და მზრუნველსაც, სწორად ჩამოაყალიბონ პრიორიტეტები.

 

პრევენციული ღონისძიებები ხანდაზმულებში*

  1. ჯანმრთელი ცხოვრების წესი;
  2. ფიზიკური აქტივობა;
  3. თამბაქოს აკრძალვა;
  4. ალკოჰოლის შეზღუდვა;
  5. ასპირინი პირველადი პრევენციისთვის;
  6. იმუნიზაცია:
  • ტეტანუსი,
  • გრიპის ვაქცინა,
  • პნევმოკოკური ვაქცინა,
  • ჰერპეს ზოსტერის ვაქცინა;
  1. კიბოს სკირნინგი:
  • პროსტატის,
  • მსხვილი ნაწლავის,
  • ძუძუს,
  • საშვილოსნოს ყელის,
  • ფილტვის;
  1. კარდიოვასკულური სკრინინგი;
  2. არტერიული წნევის სკრინინგი;
  3. ლიპიდების სკრინინგი;
  4. მუცლის აორტის ანევრიზმის სკრინინგი;
  5. დიაბეტის სკრინინგი.

 

 

 

იხილეთ ვრცლად მითითებულ ბმულზე

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...