რა არის პალიატიური მზრუნველობა?
• ასაკის მატებასთან და დაბერებასთან ერთად პროპორციულად მატულობს ქრონიკული თუ უკურნებელ დაავადებათა რაოდენობა და ზოგადად ავადობა;
• ქრონიკული დაავადებები და ავადობის მდგომარეობები გავლენას ახდენენ ადამიანის ყოველდღიურ მდგომარეობაზე, ცვლიან პაციენტის და მისი ოჯახის ცხოვრების წესს და ჩვეულებებს;
• ცხოვრების სტილსა თუ მის ხარისხზე განსაკუთრებით დრამატულ გავლენას ახდენს სიცოცხლის შემზღუდველი დაავადებები.
ბოლომდე
მკურნალობა თუ ცხოვრების
ხარსხი ს გაუმჯობასებაზე ზრუნვა
• უმეტესწილად ადამიანთა ცხოვრებაში დგება მომენტი როდესაც დაავადებაზე მიმართული მკურნალობა არაეფექტური ხდება;
• ან მკურნალობის დაწყებამ შესაძლოა თვითონ გამოიწვიოს პაციენტის მდგომარეობის დამძიმება, ამიტომ თითოეულ პაციენტში ინდივიდუალურად უნდა მოხდეს მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება;
• პაციენტს აქვს უფლება მიიღოს სრული ინფორმაცია მკურნალობის გზების და საშუალებების, მათი რისკების და სარგებლის შესახებ.
ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია კარგი ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება!
პალიატიური მზრუნველობა ცდილობს ჰოლისტურად მიუდგეს ადამიანს
• ცდილობს დაინახოს არამხოლოდ დაავადება, არამედ მთლიანი ადამიანი, როგორც ცოცხალი არსება თავისი სულიერი და ფსიქოსოციალური ასპექტებით და მოთხოვნილებებით;
• შესაბამისად იზრუნოს არამარტო სამედიცინო სახის პრობლემების გადასაჭრელად, არამედ მიმართოს ფსიქოსოციალურ და სულიერ საკითხებსაც.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად პალიატიური მზრუნველობა არის
მომსახურება მულტიდისციპლინური მიდგომით, რომელიც
ტკივილისა და სხვა ფიზიკური, ფსიქო-სოციალური, სულიერი პრობლემების
• ადრე გამოვლენის და სწორი შეფასების,
• პრევენციის და მკურნალობის,
• სულიერი თანადგომისა და ტანჯვის შემსუბუქების გზით,
აუმჯობესებს პაციენტების და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს!
ვისთვის
არის პალიატიური
მზრუნველობა განკუთვნილი
ადამიანები, რომლებსაც აქვთ
• ქრონიკული ან/და
• სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებასთან დაკავშირებული პრობლემები ან / და
• მათი მდგომარეობა განკურნებას არ ექვემდებარება და
იტანჯებიან დაავადებით განპირობებული მდგომარეობით.
პალიატიური მზრუნველობა უნდა იყოს პაციენტზე, მის ოჯახზე და მასზე მზრუნველი პირის ინტერესებზე ორიენტირებული.