სუნთქვის გაძნელება
სუნთვის პრობლემები ყოველთვის იწვევს პაციენტსა და ოჯახის წევრებში შფოთვას. ამიტომ სუნთქვის უკმარისობასთან ერთად უნდა მოხდეს შფოთვის მართვაც.
ექიმმა უნდა შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა და უმკურნალოს მდგომარეობებს:
• გულმკერდის ინფექციები (ტუბერკულოზი, ბაქტერიული პნევმონია ან პნევმოცისტა);
• ანემია;
• ასთმა;
• გულის უკმარისობა;
• პლევრის ეფუზია (სველი პლევრიტი);
• ხველა
მოვლა
• მოძებნეთ პაციენტისათვის ყველაზე კომფორტული პოზიცია, უმეტესწილად წამომჯდარი პოზიცია; პოზიცია – წინ გადახრილი ან მუხლების მიზიდვით სხეულთან; ბალიშები ისე დააწყვეთ, რომ პაციენტმა მაგიდაზე ან რაიმე მყარ ზედაპირზე წინ გადმოწოლა შეძლოს;
• გააღეთ ფანჯარა და ხშირად გაანიავეთ ოთახი და დაუნიავეთ ჰაერის ცივი ნაკადით პაციენტს;
• ასწავლეთ პაციენტს დამზოგველი მოძრაობა, რათა არ გაუძლიერდეს სუნთქვის უკმარისობა;
• ასწავლეთ ისუნქთოს მეტად დიაფრაგმის მეშვეობით, ვიდრე გულმკერდიდან. ამის შემოწმება შესაძლებელია ერთი ხელის დადებით გულმკერდზე, ხოლო მეორე ხელის მოთავსებით მუცელზე; დიაფრაგმით სუნთქვის დროს მუცელზე მოთავსებული ხელი მეტად მოძრაობს.
არა ფარმაკოლოგიური მკურნალობა – სუნთქვის კონტროლის ტექნიკა
• თუ პაციენტს ეშინია და ძალიან შფოთავს: აუხსენით, რომ თუ ნელა ისუნთქებს, მისი სუთქვა გაუმჯობესდება; აჩვენეთ როგორ შეანელოს სუნთქვა – ამოსუნთქვისას ტუჩების წარზიდვით, თითქოს უსტვენს; ამ დროს უნდა ისუნთქოს დახურული პირით; ცხვირის საშუალებით ხდება ჩასუნთქვა რამოდენიმე წამის განმავლობაში და შემდეგ 4-6 წამის განმავლობაში ხდება ნელი ამოსუნთქვა წინ წარზიდული ტუჩებით, თითქოს დასტვენას ან კოცნას აპირებდეს;
• კოორდინირებული სუნთქვითი ვარჯიში;
• სახის ცივი სტიმულაცია. ასევე შესაძლებელია ჟანგბადის მიწოდება.
• თუ ვერ ხერხდება სუნთქვის უკმარისობის გამომწვევი მიზეზის მკურნალობა, მაშინ სუნთქვის დასამშვიდებლად ექიმმა უნდა დანიშნოს ოპიოიდები ან ბენზოდიაზეპინები, ეს უკანასკნელნი ამცირებენ შფოთვასაც.
• თუ სუნთქვის უკმარისობა გამოწვეულია შეშუპების ხარჯზე განვითარებული ყლაპვის გაძნელებით და რესპირატორული ტრაქტის ობსტრუქციით, შესაძლებელია საშუალო დოზით სტეროიდების დანიშვნა: დექსამეტაზონი 8-12მგ დილით მისაღებად .
ხველა – შეძლებისმაგვარად გამომწვევი მიზეზის მკურნალობა.
თუ პაციენტს უჭირს სქელი ნახველის ამოხველება, მაშინ შსაძლებელია:
• ორთქლის ინჰალაცია (ფიზიოლოგიური ხსნარით) – პაციენტი ზის წინ გადახრილი მდუღარე წყლის რეზერვუარისკენ და ღრმად ისუნთქავს ორთქლს;
• ვიბრაციული მასაჟი ზურგზე – მუშტებით ნელი დარტყმები ქვევიდან ზევით.
• მშრალი ხველისთვის სასარგებლოა თბილი სასმელები თაფლით, დარიჩინით და კოჭით.
• ჭარბი თხელი ნახველის შემთხვევაში შეიძლება ანტიქოლინერგული წამლების გამოყენება
პორტალი შეიქმნა „თაობის“ პროექტის ფარგლებში, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ დაფინანსებით,
Bread for the World-ის მხარდაჭერით.
The portal was created within the project "Taoba" with the funding of "Consulting and Training Center" and with the support of
"Bread for the World".