ყოველი ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ტკივილის გარეშე
• ტკივილი წარმოადგენს დაავადებების ყველაზე ხშირად გამოვლენილ სიმპტომს.
ტკივილით მიმდინარე დაავადებები
• კიბო და მისი მკურნალობით განპირობებული ტკივილი (80%)
• გულსისხლძარღვთა დაავადებები (იშემია, ინფარქტი, უკმარისობა) (67%)
• ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ტკივილი+დისპნეა)(67%)
• აივ / შიდსი (80%)
• ნერვული სისტემის დაავადებები
• ჩონჩხ – კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები
• შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები და სხვა მრავალი…
ხანგრძლივობის მიხედვით ტკივილი შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული.
მწვავე ტკივილი – ხშირად აქვს განგაშის დამცველობითი მექანიზმი შემდგომი დაზიანებისგან.
ქრონიკული ტკივილი – უწყვეტი ან განმეორებითი ხასიათის ტკივილია, რომლის ხანგრძლივობაც აღემატება ჩვეულებრივ 3- 6 თვეს და უარყოფითად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე. საჭიროების შემთხვევაში დახმარების აღმოსაჩენად უნდა მიმართოთ ექიმს .
ტკივილის ადეკვატური გაყუჩება შესაძლებელი და ძალზე მნიშვნელოვანია! ტკივილი უნდა გაყუჩდეს შესაბამისი მედიკამენტებით!
ტკივილი უნდა შეფასედეს ადეკვატურად!
• სად ტკივა და როგორ აღწერს ტკივილს?
• რამდენი ხანია რაც დაეწყო ტკივილი?
• მუდმივად აწუხებს თუ პერიოდულად?
• რამდენად ძლიერია თქვენი ტკივილი? (სკალის მიხედვით 0 დან 10–დე, სადაც 0 აღნიშნავს, რომ ტკივილი არ არის / არ აქვს და 10 აღნიშნავს ყველაზე ძლიერ ტკივილს, რომელიც პაციენტს ოდესმე განუცდია).
• რა ამსუბუქებს (პოზიცია, კვება, სხვა..)?
• რა აძლიერებს (მოძრაობა, კვება ან სხვა)?
• თუ ჩაიტარა რაიმე მკურნალობა / წამალი ტკივილის გასაყუჩებლად დ ა რამდენად ეფექტური იყო მედიკამენტი?
• გვერდითი არასასურველი ეფექტები?
• რამდენად გადაეცემა ტკივილი სხეულის სხვა ადგილს? (ლოკალიზაცია შესაძლოა იყოს რამდენიმე)
ფაქტორები, რომლებიც აძლიერებენ ტკივილს
• დაღლილობა და უძილობა, ნერვიულობა,
• დაძაბულობა, დარდი და ბრაზი,
• სასოწარკვეთა და გულგატეხილობა’
• იზოლაციის და მარტოობის შეგრძნება
ტკივილის შემამცირებელი ფაქტორები
• ადეკვატური ძილი და დასვენება,
• სხვა სიმპტომების ადეკვატურად მართვა,
• იმედი და მზრუნველი ადამიანების გვერდზე ყოფნა.
მოვლა
• პაციენტი უნდა მოვათავსოთ მისთვის ყველაზე კომფორტულ პოზაში, სადაც ის ყველაზე ნაკლებად გრძნობს ტკივილს;
• სასურველია ყოველთვის ყავდეს გვერდზე ისეთი ადამიანი, ვინც დახმარებას გაუწევს;
• უნდა შევამოწმოთ რამ განაპირობა ტკივილის დაწყება;
• უნდა დავრწმუნდეთ რომ სწორი დოზით და ინტერვალით იღებს დანიშნულ წამალს.
პორტალი შეიქმნა „თაობის“ პროექტის ფარგლებში, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ დაფინანსებით,
Bread for the World-ის მხარდაჭერით.
The portal was created within the project "Taoba" with the funding of "Consulting and Training Center" and with the support of
"Bread for the World".