შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები
საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია.
შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე გზების ობსტრუქცია (სიმსივნით ან რაიმე ზეწოლით, ანტიქოლინერგული პრეპარატების დოზის გადაჭარბებით); შარდის ბუშტის გაღიზიანება (ინფექცია, სიმსივნე, ქიმიო-სხივური თერაპია); სტრესული ან ფუნქციური შეუკავებლობა (უმოძრაობა ან ცნობიერების მწვავე მოშლა); ზურგის ტვინზე კომპრესია და სხვა.
შარდის შეუკავებლობა
უნდა დავაკვირდეთ ხომ არ აქცს სიცხე, შემცივნება ან ტკივილი შარდვის დროს? ზურგის ან წელის ტკივილი? დაბუჟება ან სისუსტე ფეხებში?ხომ არ გამოდის შარდი სხვა ადგილიდან (ფისტულის შემთხვევაში)? უნდა მოხდეს საშარდე გზების ინფექციების, შარდის შეკავების გადავსებით და ზურგის ტვინის კომპრესიის მართვა.
მოვლა:
• თეთრეული ხშირად გამოცვლა, რათა პაციენტი იყოს მშრალად;
• კანის დაცვა ვაზელინის კრემით.
• ურჩიეთ პაციენტს მიიღოს სითხე, რომ არ მოხდეს დეჰიდრატაცია; სითხის აკრძალვა არ არის გამოსავალი.
• წაახალისეთ ტუალეტში რეგულარულად სიარული დღის მანძილზე და ძილის წინ.
• შესაბამის ვითარებაში შესაძლოა კათეტერის გამოყენება; შარდის ბუშტი უნდა გამოირეცხოს ორ კვირაში ერთხელ, ან საჭიროების შემთხვევაში, უფრო ხშირად.
შარდის შეკავება
უნდა მიექცეს ყურადღება როდის მოშარდა უკანასკნელად? ხომ არ მიიღო ახალი წამალი? აქვს მოშარდვის სურვილი და ვერ შარდავს? აქვს თუ არა მუცლის ქვედა ნაწილი შებერილი?
განმაპირობებელი ფაქტორები:
• შეკრულობით განპირობებული განავლოვანი მასების ზეწოლა;
• საშარდე გზების ინფექცია;
• ზურგის ტვინის კომპრესია.
• წამლების გვერდითი ეფექტი (მაგ ამიტრიპტილინი და ოპოიდები); თუ შარდის შეკავების განვითარება ემთხვევა ახალი წამლის მიღებას, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.
მოვლა:
კათეტერიზაცია შეამცირებს შარდის შეკავების პრობლემას. თუ შესაძლებელია გამომწვევი მიზეზის მკურნალობა, შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ სასურველია კათეტერის ამოღება.
• ხელი შეუწყვეთ პაციენტს, რომ მოშარდოს სურვილის გაჩენისთანავე;
• უნდა უზრუნველყოთ პაციენტის პირადი სივრცის დაცვა;
• მუცლის ქვედა ნაწილზე თბილი საფენის დადება შეიძლება პაციენტს დაეხმაროს მოშარდვაში.
შარდის ბუშტის სპაზმი
პაციენტმა შეიძლება იგრძნოს უეცარი, ძლიერი ტკივილი შარდის ბუშტის ან შარდსადენის არეში, განსაკუთრებით შარდის ბუშტის ან წინამდებარე ჯირკვლის კიბოს შემთხვევაში, თუმცა ტკივილი შეიძლება ასევე განვითარდეს კათეტერიზაციის შემდეგ ან ინფეციის მიზეზით. კათეტერის ჩადგმის ადგილი ყოველდღიურად უნდა მოიბანოს საპნითა და წყლით და გამშრალდეს სუფთა ქსოვილით. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საშარდე გზების ინფექციების კონტროლი. მოვლა: საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...