გულისრევა, პირღებინება
მიზეზები:
კუჭის შიგთავსის დაცლის პრობლემა (კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ყაბზობა, ოპიოიდები):
• ძირითადი სიმპტომი – ღებინება
• პირ-ღებინება ამცირებს გულისრევის შეგრძნებას
• პაციენტი ჭამის დროს სწრაფად გრძნობს კუჭის სისავსეს/შეიძლება ჰქონდეს რეფლუქსი
სისხლის ბიოქიმიური პარამეტრების ცვლილება/ტოქსინები (წამლები,თირკმლის უკმარისობა, ჰიპერკალცემია):
• ძირითადი სიმპტომი – ღებინება
• ღებინება ხშირად ვერ ამცირებს გულისრევას
თავის ანთებითი ან შეშუპებითი პროცესი (ყურის ინფექცია, თავის ტვინის სიმსივნე, მენინგიტი):
• მოძრაობისას უარესდება
• ღებინება ხშირად ვერ ამცირებს გულისრევას
• დილის საათებში მეტად არის გამოხატული
•ირღებინება ფაღარათით (ინფექციური დიარეა/ფაღარათი):
• უნდა გამოირიცხოს გადავსებით გამოწვეული დიარეა
ნაწლავის სანათურის ნაწილობრივი დახშობა (შეკრულობა,მუცლის და მენჯის ღრუს სიმსივნე):
• დიდი მოცულობით ღებინება
• პერიოდულად პაციენტი კვლავ გადის კუჭში და გაზებზე
ნაწლავის სანათურის სრული დახშობა (მუცლის და მენჯის ღრუს სიმსივნე)
• დიდი მოცულობით ღებინება
• პაციენტი ვეღარ გადის კუჭში და გაზებზე და ძლიერ სუსტადაა ოპერაციისთვის
მზრუნველობა
• მოაცილეთ საჭმლის მომზადების პროცესი პაციენტის მხედველობის არეალიდან,
• მოარიდეთ საჭმლის და სხვა არასასიამოვნო სუნს და ხშირად გაანიავეთ ოთახი
• მოათავსეთ მისთვის მოხერხებულ პოზიციაში და მზიან ოთახში
• პაციენტს საკვები მიაწოდეთ მცირე ულუფებად
• პაციენტს შესთავაზეთ ცივი (და არა ცხელი) საკვები
• მიართვით მისთვის სასურველი საკვები, რაც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სწორი კვება;
• კვების შემდეგ პაციენტი მოათავსეთ მჯდომარე მდგომარეობაში ( ½ საათის განმავლობაში);
• უზრუნველყავით პირის ღრუს ადეკვატური მოვლა და შეკრულობის პრევენცია;
• არ გამოგეპაროთ გაუწყლოების ნიშნები – ძლიერი წყურვილი, ჩაცვენილი თვალები, კანის დაქვეითებული ელასტიურობა, მცირე რაოდენობის და მუქი შეფერილობის შარდი.
გასტროეზოფაგალური რეფლუქსი – ხშირია, როდესაც მუცლის ღრუში არსებული სიმსივნე ან ასციტი აწვება დიაფრაგმას, ან ნევროლოგიური დაავადებების დროს. უნდა შეწყდეს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლების და ასპირნის მიცემა და დაენიშნოს ანტაციდები. პაციენტი უნდა იყოს წამომჯდარ პოზიციაში; წამლები უნდა მიიღოს საკვების შემდეგ; რძის მიღება ამცირებს რეფლუქს.
სლოკინი – ხშირი და ხანგრძლივი სლოკინი საკმაოდ შემაწუხებელია. სლოკინის შეწყვეტის მიზნით: წამოსვით პაციენტი, ასუნთქეთ ქაღალდის პარკით და ან მიეცით პაციენტს გამხმარი პური და / ან დაფშვნილი ყინული.
პორტალი შეიქმნა „თაობის“ პროექტის ფარგლებში, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ დაფინანსებით,
Bread for the World-ის მხარდაჭერით.
The portal was created within the project "Taoba" with the funding of "Consulting and Training Center" and with the support of
"Bread for the World".