დელირიუმი

დელირიუმი
მწვავედ განვითარებული ცნობიერების დაბინდვა)
ცნობიერების შეცლას და აზროვნების პროცესის დარღვევას დელირიუმი ეწოდება
• უჭირს ყურადღების ფოკუსირება, შენარჩუნება ან გადატანა.
• გაღიზიანებადობა, მოუსვენრობა ან პათოლოგიური ძილიანობა.
• მეხსიერების მოკლევადიანი დაკარგვა,
• დეზორგანიზებული აზროვნება, საუბარი და პრობლემის გადაწყვეტა
ძირითადი მიზეზები: მოხუცებულობის ასაკი, გაუწყლოება, ფსიქოაქტიური წამლები, ინფექცია, მეტასტაზური პროცესი თავის ტვინში, ღვიძლსა და ძვალში, დემენცია, თავის ტრავმა, მხედველობისა და სმენის დარღვევები.
ცვლილებები სწრაფად ვითარდება და მერყეობს რამდენიმე საათის განმავლობაში. ქვემოთ მოყვანილი ცხრილი გვეხმარება განვასხვავოთ დელირიუმი ცნობიერების დარღვევის სხვა გამოვლენებიდან, ვინაიდან დელირიუმი შესაძლოა იყოს უკუშექცევადი (50%) პროცესი და აუცილებელია მისი გამოვლენისთანავე მიმართოთ ექიმს!

რეკომენდაციები
• პაციენტი უმჯობესია იმყოფებოდეს ნაცნობ გარემოში; ახლობელი ადამიანები ყოველთვის უნდა იყვნენ პაციენტის გვერდით; მაქს. შეზღუდეთ უცხო ადამიანების რაოდნობა!
• დაეხმარეთ რეგულარულად იყოს ორიენტირებული დროსა და სივრცეში (კალენდარი, საათი, ფოტოები; შეახსენეთ ვინ არის; დაეხმარეთ მხედველობის და სმენის ოპტიმიზაციაში.
• შეამცირეთ ხმაური და დაეხმარეთ ძილის მოგვარებაში; განათება არ უნდა იყოს მკვეთრი.
• მიმართეთ ექიმს და გამორიცხეთ ტკივილი, შარდის შეკავება და შეკრულობა.
• შეამოწემეთ დეჰიდრატაცია და მიეცით პერორალურად რეგიდრონის ხსნარი.
• შეწყვიტეთ ახალი წამალის მიცემა, რომელსაც შეეძლო ცნობიერების დაბინდვის გამოწვევა!

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...