სიცოცხლის დასასრულს

მზრუნველობა
სიცოცხლის დასარულის
ეტაპზე
• როდესაც პაციენტი უახლოვდება სიკვდილს, მიზანშეწონილია მასთან გასაუბრება, რამდენადაც შესაძლებელია ამის გაკეთება დამკვიდრებული კულტურის ფარგლებში.
• ეს აძლევს პაციენტს საშუალებას დაგეგმოს მისთვის მნიშვნელოვანი სოციალური თუ სულიერი საკითხები; დაემშვიდობოს ოჯახის წევრებს და მეგობრებს.
• ეს არ არის მარტივად განსახორციელებელი, თუმცა როგორც წესი პაციენტები თვითონვე აცნობიერებენ სიკვდილის მოახლოებას და საკითხის უგულველყოფით პაციენტს პირისპირ მარტო ვტოვებთ სიკვდილთან.
სიკვდილის მოახლოების ნიშნებია:
• პაციენტს ნაკლებად აინტერესებს გარემო და კომუნიკაციის სურვილიც შემცირებულია.
• მდგომარეობა დღითიდღე და საათობრივად უარესდება;
• ძილიანობა: ძინავს დროის უმეტესი ნაწილი;
• დეზორიენტაცია: შეიძლება ცნობიერება ქონდეს დაბინდული / კომაში;
• საკვები: გემოვნების შეცვლა, მინიმალურად იკვებება – არც შია და არც სწყურია;
• მოუსვენრობა – ცირკულაციის შემცირების ხარჯზე ჟანგბადის ნაკლებობა;
• შემცირებული შეგრძნებები: ყველაზე გვიან კარგავს სმენის შეგრძნებას;
• შემცირებულია შარდვა და კუჭის მოქმედება ან პირიქით აქვ შარდვის და
განავლის შეუკავებლობა;
• იცვლება კანის ფერი, ხელები და ფეხები ცივი ხდება.
პაციენტზე ზრუნვა:
• პაციენტი უნდა იყოს სუფთად და მშრალად;
• ნაწოლების პრევენცია – გადავაბრუნოთ ყოველ 2 სთ-ში (იხ. შესაბამისი გვერდი);
• დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა – გავუსუფთავოთ პირის ღრუ თითზე დახვეული სველი ქსოვილით/ბინტით;
• ტუჩების გამოშრობისა და დასკდომის თავიდან ასაცილებლად უნდა წაუსვათ ვაზელინი და დავუსველოთ ტუჩები.
• უმჯობესია არ გადავიყვანოთ პაციენტი საავადმყოფოში, თუ:
სავარაუდოდ პაციენტი კლინიკაში ტრანსპორტირებისას გარდაიცვლება;
თუ პაციენტს ურჩევნია სახლში გარდაცვალება და
საავადმყოფოში ვერ შეძლებენ მისი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ან/და გახანგრძლივებას.
ზოგადი სახის რჩევები
• ოჯახი იყოს პაციენტის გვერდზე, ხელი დაუჭირონ მას ან/და ესაუბრონ, მიუხედავად ძილიანობისა პაციენტს შესაძლოა ყველაფერი ესმოდეს; ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც პაციენტი გარდაცვალებამდე თითქოს ფხიზლდება; ამ დროს იგი მარტო არ უნდა იყოს.
• უმჯობესია აღარ მისცეთ საკვები, თუ პაციენტს აღარ ძალუძს გადაყლაპვა, ვინაიდან საკვები შეიძლება გადასცდეს და შესაძლოა მეტი სასიცოცხლო ენერგია წაართვას საკვების გადამუშავებამ;
• პაციენტს უნდა მიეცეს წყალი, სანამ შეუძლია მოსმა, მაგრამ აღარ უნდა გადაესხას სითხე ინტრავენურად; საკმარისია ტუჩების ხშირი დასველება

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...