ფსიქოჰიგიენა

ფსიქოჰიგიენა

„ჯანმრთელს ბევრი სურვილი აქვს, ავადმყოფს კი მხოლოდ ერთი“.
ინდური ანდაზა

ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში ვცდილობთ, მოვაწესრიგოთ გარემო ჩვენ ირგვლივ, დიდ დროს და ყურადღებას ვუთმობთ ჩვენი ბინის, ეზოს, ქუჩის დასუფთავებას, დალაგებას, წესრიგში მოყვანას. ჩვენს გარემოში წესრიგის დარღვევა დისკომფორტს გვიქმნის და მაშინვე მის კვლავ მოწესრიგებას ვცდილობთ. მაგრამ, რამდენად ვაქცევთ ყურადღებას ჩვენს შინაგან სამყაროს, საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებში წესრიგის, სისუფთავის დამკვიდრებას? ცნობილია, რომ ადამიანები შინაგანი სამყაროს მოუწესრიგებლობას, ქაოსს უფრო ნაკლებად ამჩნევენ. სტრესი, შიშები, ყოველდღიური საზრუნავი, წუხილი თანდათანობით ტვირთად აწვება ფსიქიკას და ერთ დღესაც შეიძლება სერიოზულ პრობლემად მოგვევლინოს, თუ მათი ზეგავლენის უარყოფითი შედეგების აღმოფხვრაზე დროულად არ ვიზრუნებთ.
ფსიქოჰიგიენა არის მედიცინის ის დარგი, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს, ზრუნავს რა ჩვენი შინაგანი სამყაროს წონასწორობისა და ჰარმონიის შენარჩუნებაზე.
ისევე, როგორც სხეულს, ფსიქიკას, გონებასაც სჭირდება ვარჯიში, რათა იგი კარგ ფორმაში შევინარჩუნოთ. ფსიქოჰიგიენა ბევრ ასეთ სავარჯიშოს გვთავაზობს. ფსიქიკის „დასუფთავება“, მისი გაძლიერება შეიძლება დავიწყოთ 3 თანმიმდევრული ნაბიჯის შესრულებით:

ნაბიჯი 1: ამოცნობა და გაანალიზება
პირველ რიგში, უნდა შევამჩნიოთ, ამოვიცნოთ ჩვენი აზროვნების ნაგავი. აქ საკვანძო სიტყვაა გონების სიმახვილე. გაიაზრე, ამოიცანი ის მომენტი, როცა უსიამოვნო გრძნობები და ემოციები გაგიჩნდება. გააანალიზე მათი მიზეზები და დააფიქსირე, თუ რა დასკვნა გააკეთე. ამაში შეიძლება ეს კითხვები დაგეხმაროს:
• დღეს რა ამბებმა შემაწუხა?
• დღევანდელი სიტუაციებიდან რომელი იყო ჩემი ფსიქიკისთვის ყველაზე მძიმე?
• დღეს რამ გამოიწვია ჩემი შიში?
• დღეს რამ გამაღიზიანა, გამაბრაზა?

ნაბიჯი 2. აზრების შეფასება
მას შემდეგ, რაც მეხსიერების დახმარებით ამ კითხვებს უპასუხებ, გადადგი მომდევნო ნაბიჯი. შეეცადე, შენი პასუხები უფრო მოაწესრიგო და შეაფასო. მეორე ნაბიჯის დავალებაა თითოეული შენი პასუხის გადამოწმება. საკუთარ თავს ჰკითხე, იყო თუ არა ეს უარყოფითი აზრები:
• სამართლიანი, დასაბუთებული;
• უსამართლო, დაუსაბუთებელი;
• მნიშვნელობის, აზრის მქონე.
პასუხი აქ მარტივი უნდა იყოს – კი ან არა.
ამ ვარჯიშის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში შეამჩნევ მის აშკარა დადებით ეფექტს. ბუნებრივია, ყოველთვის იჩენს თავს რაღაც ახალი წუხილი თუ შიში, თუმცა ჩვენი ყოველდღიური უსიამოვნებების უმეტესობა ჩვენი მუდმივი თანამდევია. ასეთი ფიქრების გასამკლავებლად საჭიროა მათი მუდმივი გაცნობიერება და გამოაშკარავება.

„ჩვენს ფიქრებს უდიდესი ძალა აქვთ. ჩვენზეა დამოკიდებული, ამ ძალას როგორ გამოვიყენებთ, ჩვენს სასარგებლოდ თუ საზიანოდ. აზროვნების ძალით განვსაზღვრავთ არა მხოლოდ ჯანმრთელობას და ავადმყოფობას, არამედ ჩვენი ფიქრები ჩვენი ბედისწერაცაა. ეს ის კანონზომიერებაა, რასაც ვერავინ გაექცევა; მაგრამ, ამავდროულად, ეს მშვენიერი შანსიცაა“.
უილიამ ჯეიმსი
ამერიკელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი (1842 – 1910).

ნაბიჯი 3. წაისვი დამცავი მალამო
მესამე ნაბიჯი ეხება დამატებით პრევენციულ ღონისძიებას, რომელიც სამომავლოდ კიდევ უფრო გაგაძლიერებთ შენ და შენს ფსიქიკას.
ყოველდღიურად დააკვირდი და აღნიშნე:
• რა იყო დღეს კარგი?
• რისთვის შეიძლება მადლობელი ვიყო?
ეს ერთგვარი დამცავი მალამოა, რომელიც შენი ფსიქოჰიგიენისთვის უნდა გამოიყენო. ბოლოსთვის, დადებით ამბებსაც უნდა დაუთმო შესაბამისი ყურადღება და მეტი მადლიერება გამოხატო.
საკუთარი შინაგანი სამყაროსთვის თვალის მოვლებას, მასში ჩახედვას, შინაგანი პრობლემების გაცნობიერებას ხშირად მივყავართ გახსნისკენ, გათავისუფლებისკენ.

გისურვებთ წარმატებას და საუკ

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...