ქავილი და გამონაყარი

ქავილი / გამონაყარი
ქავილი, სიმპტომის სახით შესაძლოა თან ახლდეს სხვადასხვა დაავადებას. ზოგჯერ ქავილს თან ერთვის გამონაყარიც. ინტენსიურმა ქავილმა შესაძლოა დაარღვიოს ძილის პროცესიც.
წამლის გვერდითი მოვლენები – ახალი წამლის მიღებას ხშირად თან ახლავს გამონაყარი და ქავილი. უნდა შეწყდეს შესაბამისი წამლის მიღება და პაციენტს უნდა მივცეთ ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები, მძიმე რეაქციის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს სტეროიდების მიღებაც.
მოვლა
მშრალი კანის შემთხვევაში გამოიყენება დამატენიანებელები ან ვაზელინის გელი.
• პაციენტმა ან მისმა მომვლელმა საპონი (აშრობს კანს) ხშირად არ უნდა გამოიყენონ; სასურველია დამატენიანებელი დასაბანი საშუალებების რეგულარული გამოყენება;
• დასაბანი წყალი უნდა იყოს უფრო თბილი, ვიდრე ცხელი;
• დაზიანებული მიდამოსკენ ცივი ჰაერის ნაკადის მიმართვამ შესაძლოა შეამციროს ქავილი.
მედიკამენტები:
ძირითადად გამოყენების არჩევანს წარმოადგენენ კრემები:
• დამატენიანებელი კრემები 1% მენთოლის შემცველობით;
• სტეროიდები , ჰიდორკორტიზონის1% კრემი დაზიანებულ ანთებით კერაზე წასასმელად;
• კანის ინფექციის მრავლობითი კერის შემთხვევაში ბანაობის შემდეგ რეკომენდირებულია ქლორჰექსიდინის 0.5% ხსნარით სხეულის ჩამობანა.
წამლები:
ალერგიის საწინააღმდეგო (ანტიჰისტამინები) საშუალებები – ინიშნება წამლებზე ალერგიული რეაქციისას; ამცირებს ანთებით გამოწვეული ქავილის, ხოლო სედაციური ეფექტის ქონის შემთხვევაშ ასევე ეხმარება ძილის მოწესრიგებაში. კერძოდ:
• ქლორფენირამინი 4 მგ 3 -ჯერ;
• პრომეტაზინი 10-25 მგ ძილის წინ,
• ჰიდროქსიზინი 25-50 მგ ძილის წინ,
• სტეროდები – ინიშნება წამლებზე მძიმე ხარისხის ალერგიული რეაქციის დროს მაგ. პრედნიზოლონი 30მგ დილით მისაღებად 5 დღის მანძილზე (შესაძლოა 60 მგ-იც).

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...