ფსიქოლოგიური სიმპტომები

შფოთვა
შფოთვა ხშირია პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებში.
• შფოთვა – განისაზღვრება, როგორც მღელვარების შეგრძნება და შიში, რომელსაც თან სდევს ისეთი ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა გულისცემის შეგრძნება, ოფლიანობა და სტრესი.
პაციენტმა ღიად უნდა ისაუბროს თავისი შეშფოთების და წუხილის მიზეზების შესახებ. უნდა გავარკვიოთ, თუ
• აწუხებს ტკივილი ან სხვა ფიზიკური სიმპტომები?
• აწუხებს დეპრესია?
• ეშინია თავისი დაავადების და/ან სიკვდილის?
ძირითადი მახასიათებლები:
• მუდმივი დაძაბულობა
• მღელვარება
• განწყობის ცვალებადობა
• ვერ აკონტროლებს ემოციებს
ძირითადი სიმპტომები:
• კონცენტრირების ნაკლებობა
• გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობა
• გაღიზიანებადობა
• ოფლიანობა, ტრემორი, გულისრევა
• პანიკური შეტევები
• უძილობა – უძილობა შეიძლება გამოიწვეული იყოს დაავადებით განპირობებული ტკივილით ან დეპრესიით.
აუცილებელია მოხდეს შესაბამისი სიმპტომების დროული ამოცნობა, ფსიქოლოგის კონსუტაცია და შესაბამისი დახმარების გაწევა!
დეპრესია
დეპრესია – განსაკუთრებით ხშირია პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებში; ამიტომ ყველა უნდა შეფასდეს დეპრესიის კუთხით. დეპრესია, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს პაციენტის ოჯახის წევრებზეც, მის მომვლელებსა თუ გარშემომყოფ ადამიანებზე.
ძირითადი მახასიათებლები:
ხასიათობრივი ცვლილებები მიიჩნევა დეპრესიად თუ:
• ხანგრძლივობა აღემატება 2 კვირას,
• აქვს მუდმივი ხასიათი და
• აზიანებს ნორმალურ ფუნქციონირებას.
შეკითხვები, რომლებიც გვეხმარება დეპრესიის დიაგნოსტირებაში:
• ბოლო 2 კვირის მანძილზე – დროის უმეტესი ნაწილი დეპრესიული განწყობა გაქვთ?
• უიმედობას გრძნობთ? დაკარგეთ სიხარულის განცდის შეგრძნება?
ძირითადი სიმპტომები:
• დეპრესიული განწყობა;
• სიხარულის / სიამოვნების განცდის არქონა;
• კონცენტრირების უნარის დაქვეითება;
• უიმედობა;
• თვითმკვლელობაზე ფიქრების მოძალება;
• მადის ცვლილება;
• ძილის თავისებურებების შეცვლა;
• ფსიქომოტორული შეფერხება / შენელება;
• დანაშაულის განცდა, ინტერესის ნაკლებობა.
მსგავსი ნიშნების შემთხვევაში აუცილებელია დროულად მოხდეს ექიმისთვის მიმართვა შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად!

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...